ბიორნ ბრანდზეგი: „საქართველო რაც უფრო მეტად ვითარდება, მით მეტი ელექტროენერგია სჭირდება“

ბიორნ ბრანდზეგი არის “ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯიას” დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ყველაზე დიდი ნორვეგიელი ინვესტორი საქართველოში. ის 2000-იანი წლების დასაწყისიდან ჩართულია საქართველოს ჰიდროენერგეტიკის პროექტებში.

ალექსანდერ კაფკა, კავკასიური ჟურნალის მთავარი რედაქტორი: თქვენ დასავლელის იშვიათი გამოცდილება გაქვთ, რომელმაც წარმატებული ფართომასშტაბიანი ბიზნესი საქართველოში “ნულიდან” დაიწყო და მუშაობდა სხვადასხვა მთავრობის პერიოდში. ზოგჯერ გრძნობთ, რომ თქვენი გამოცდილება ის დამატებითი ღირებულებაა, რომლის გაზიარება შესაძლოა სასარგებლო იყოს მრავალი ადამიანისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის?

ბიორნ ბრანდზეგი: მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი საქართველოს ჰიდროენერგეტიკული რესურსების განვითარებაზე, ჯერ ნორვეგიის მთავრობის მიერ დაფინანსებული მთავრობის მრჩეველი ვიყავი, მოგვიანებით კი პროექტის დეველოპერი.  სექტორისა და პროექტების განვითარების მომსწრე ვარ. როგორც შუახევის პროექტის გამოცდილებამ გვიჩვენა, [შუახევის ჰიდროელექტროსადგური აჭარაში მდინარის ელექტროსადგურია, რომელიც დასრულდა 2017 წელს – CJ], მსხვილი ჰიდროპროექტების განვითარება ძალიან რთულია და შეუძლებელია ყველა იმ გამოწვევის პროგნოზირება, რომელთა წინაშეც შეიძლება პროექტი დადგეს. წინასწარ განჭვრეტა დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული. 

აკ: რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები, რომელთა “სწავლებაც” გსურთ?

ბბ: მთავარი გაკვეთილი ისაა, რომ მდგრადობის ასპექტები თავიდანვე უნდა იყოს გათვალისწინებული პროექტის შემუშავების პროცესში. პროექტის შემუშავებისა და გარემოს გამო დაზარალებულ ადამიანებზე თავიდანვე კარგად თუ არ ზრუნავენ, პროექტით წინსვლა ძალიან რთულია. 

აკ: იქიდან გამომდინარე, რომ თქვენს კომპანიას „ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯია“ ჰქვია, სწორია ჩემი გაგება, რომ სუფთა გარემო თქვენი ბიზნესისთვის პრიორიტეტულია?

ბბ: ჩვენ ვმუშაობთ მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოების ტექნოლოგიებზე, რომლებიც არ გამოყოფენ ნახშირბადს ელექტროენერგიის წარმოების პროცესში. რამდენადაც ჰიდროენერგეტიკა უნიკალური რესურსია, რადგან იგი არ შეიცავს ნახშირბადს, ასევეა მოქნილი, რაც საშუალებას იძლევა განვითარდეს სხვა განახლებადი ენერგიის რესურსები, ისეთები, როგორებიცაა მზისა და ქარის ენერგია. მათი განვითარება, ჰიდროენერგეტიკის განვითარებასთან შედარებით მარტივია, მაგრამ მათ შეუძლიათ მხოლოდ ენერგიაზე მოთხოვნის ნაწილის დაკმაყოფილება მათი „დამოკიდებული“ ხასიათის გამო (წარმოქმნიან ენერგიას მხოლოდ მაშინ, როდესაც ქარი უბერავს და მზე ანათებს).

აკ: გთავაზობთ, რომ თუ შესაძლებელია გავაგრძელოთ საუბარი გარემოსდაცვით საკითხზე. დავიწყოთ გარემოს დაცვისადმი არსებული დამოკიდებულებით. რა ძირითადი განსხვავებაა ამ კუთხით საქართველოსა და ნორვეგიას შორის?

ბბ: ნორვეგიაში დიდი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვას გარემოსდაცვითი კანონების მკაცრი გათვალისწინებით. მაგრამ მთავრობები ასევე გონივრულ, პრაგმატულ მიდგომას განიხილავენ ახალი პროექტების განვითარებასთან დაკავშირებით და, მაგალითად, სანქციებს ადებენ უამრავ ახალ ჰიდროელექტროსადგურსა და ქარის ელექტროენერგიის განვითარებას, მიუხედავად ადგილობრივი თემებისა და გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან არსებული რეზერვაციისა, ვიანიდან და რადგანაც ეს პროექტები ნაციონალურ ინტერესებს წარმოადგენენ. 
საქართველოში ასევე იზრდება აქცენტი გარემოსდაცვით საკითხებზე. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ასევე კრედიტორები, რომლებიც აფინანსებენ შუახევის ჰესის პროექტს, მკაცრად მოითხოვენ  არსებული კანონებისა და რეგულაციების გათვალისწინებასა და დაცვას. შუახევის პროექტში გვყავს დამოუკიდებელი საერთაშორისო აუდიტი, რომელიც აკმაყოფილებს ყველა ქართულსა თუ საერთაშორისო სტანდარტს, რაც უფრო მკაცრი შესაბამისობის მოთხოვნაა, ვიდრე ნორვეგიაში აწყდებიან პროექტის დეველოპერები.

აკ: იქნებ, საქართველოში დაბინძურების პრობლემა მხოლოდ ეკონომიკური სფეროს გამო არსებობს? შეიძლება ეს მხოლოდ არასაკმარისი დაფინანსებას მივაწეროთ? მით უმეტეს, ნორვეგიასთან შედარებით, საქართველო არც ისე მდიდარი ქვეყანაა, იქნებ არ უნდა შევადაროთ საქართველო და ნორვეგია მათი გარემოსდაცვითი დამოკიდებულებით? თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე – როგორც ადრე მუშაობდით განვითარებად ქვეყნებში – შეიძლება თუ არა, რომ არც თუ ისე მდიდარი ქვეყანა ეკოლოგიურად გამართული იყოს?

ბბ: ვფიქრობ, რომ შეიძლება. ეკოლოგიური შესაბამისობის საკითხების უმეტესობა სწორად მოქცევას უფრო გულისხმობს, ვიდრე ძალზე ძვირადღირებული პროცესების დანერგვას. მნიშვნელოვანია, რომ გარემოსდაცვითი ორგანოები პროექტის ზედამხედველობისას ყურადღებას ამახვილებდნენ რეალურ საკითხებზე, რომლებიც რეალურად აისახება პროექტის ეკოლოგიურ საქმიანობაზე, რათა ამით უზრუნველყონ ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება.

აკ: შეგიძლიათ დაასახელოთ სამი რამ, რომელთა შეცვლაც გსურთ საქართველოში და რომელთა შეცვლითაც ქვეყანა უფრო მეტად იზრუნებს გარემოზე? იქნება ეს ცვლილებები კანონში / კანონმდებლობაში? თუ მეტი ყურადღებაა საჭირო პარტიებისა და პოლიტიკოსების მხრიდან? ან იქნებ საჭიროა უფრო ღრმა ცვლილებები, მაგალითად ბავშვების განათლება? თქვენი ქვეყნის გამოცდილება სასარგებლო იქნება ზოგიერთ ამ სფეროში?

ბბ: საქართველოში გარემოსდაცვითი დღის წესრიგის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის რეგულაციები განისაზღვროს კანონმდებლობით და სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებებში იყოს საკმარისი შესაძლებლობები ამ ახალი რეგულაციების გააზრებულად და პრაგმატულად დანერგვისთვის. ამან, გარემოსდაცვითი რისკების შემცირებასთან ერთად, ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს განვითარებას. ნორვეგია იცავს ევროკავშირის რეგულაციებს გარემოს დაცვის სფეროში, რასაც საქართველოც აპირებს. საქართველოში გარემოსდაცვითი დღის წესრიგის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის რეგულაციები განისაზღვროს კანონმდებლობით.

აკ: ჰიდროელექტროენერგია ნორვეგიაში: გსურთ კომენტარი გააკეთოთ ამ სფეროზე, ჩვენი რეგიონისთვის გამოსაყენებელ „საუკეთესო პრაქტიკაზე“ დაყრდნობით? იქნებ ესენია ტექნოლოგიები, ან სამთავრობო რეგულირება, საზოგადოების ჩართულობა ან კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კარგი შემთხვევები?

ბბ: ნორვეგიის ჰიდროენერგეტიკული პოტენციალის უმეტესი ნაწილი განვითარდა 1970-იან წლებამდე. ქვეყანას ახლა თითქმის 100%-იანი განახლებადი მოქნილი ენერგიის სისტემა აქვს და, მაგალითად, ეხმარება დანიას ნამწვის შემცირებაში, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ ნორვეგიულ ჰიდროენერგეტიკულ რესურსთან ქსელური კავშირით. ნორვეგიის ენერგეტიკული სექტორის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა მჭიდრო თანამშრომლობა კომერციულ ოპერატორებსა და მარეგულირებელ ორგანოებს შორის, რაც იწვევს სექტორის რეგულირებისა და განვითარების კონსენსუსზე ორიენტირებულ და პრაგმატულ მიდგომას.

აკ: თქვენი ბიზნესი ჰიდროელექტროსადგურზეა ორიენტირებული, მაგრამ ”სუფთა ენერგია” მხოლოდ წყლის რესურსებს არ ეხება. გსურთ კომენტარი გააკეთოთ, მაგალითად, მზის ან ქარის ენერგიის გამოყენებაზე – საქართველოსა და ნორვეგიაში? იყენებს თუ არა ნორვეგია რაიმე ისეთ ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც შეიძლება კარგი იყოს საქართველოსთვისაც? 

ბბ: ერთ-ერთი დიდი ახალი ინოვაცია, რომელიც ახლა საქართველოში შემოდის, არის ელექტროენერგიის ბაზრის დაარსება. ეს გარკვეულწილად ეყრდნობა ნორდიკული ენერგიის ბაზრის მოდელს, რომელიც გაჩნდა 1990-იან წლებში. ბაზარმა გამოიწვია ზოგიერთი ასპექტის ეფექტური განვითარება, რაც ნორვეგიაში ბოლო 20 წლის განმავლობაში შეინიშნებოდა. მე მჯერა, რომ ელექტროენერგიის ბაზრის დანერგვა საქართველოში იგივე გავლენას მოახდენს ელექტროენერგიის სექტორზე, რაც იმედია შეამცირებს ელექტროენერგიის ღირებულება მომხმარებლებისთვის.

აკ: ჩვენ ვიცით, რომ ისეთმა სუფთა ტექნოლოგიამაც კი, როგორიცაა ჰიდროენერგეტიკა, მდინარის ეკოსისტემის შესაძლო რისკების გამო შეიძლება საზოგადოებაში არეულობა გამოიწვიოს. საქართველოშიც ყოფილა ასეთი შემთხვევები. როგორ ხდება ასეთი რისკების მოგვარება თქვენი და ნორვეგიაში არსებული კომპანიების მიერ?

ბბ: ჰიდროენერგეტიკული პროექტები ბევრ ადგილას კონტროვერსიულია მათი სოციალური და გარემოზე ზემოქმედების გამო. ამასთან, ქვეყნები, რომლებმაც დიდი ჰიდროელექტროსადგურები ააშენეს, იშვიათად ნანობენ, რომ პროექტები სანქცირებულია. ქლინ ენერჯი გრუპ ჯორჯია შეეცადა რისკების შემცირებას, მოსახლეობისთვის პროექტის ზემოქმედების შესახებ სწორი ინფორმაციის მიწოდებით. კიდევ ერთი მთავარი ასპექტი, არის ადეკვატური და სამართლიანი კომპენსაციის მიცემა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უწევთ კომპანიისთვის ქონების მიყიდვა პროექტის განსახორციელებლად. შუახევის პროექტში ასევე ყურადღება გავამახვილეთ მნიშვნელოვან ინვესტიციებზე ადგილობრივ საზოგადოებაში, სადაც პროექტი შენდება როგორც მიზნობრივი დასაქმების, აგრეთვე მნიშვნელოვანი კორპორატიული პასუხისმგებლობის პროგრამით.

აკ: ახალი ჰესების აშენება, ყველანაირად ლოგიკური გადაწყვეტილებაა ენერგეტიკული კუთხით ისეთი მთიანი ქვეყნისთვის, როგორიცაა საქართველო. ეს არის ”განზოგადებული” მიდგომა, ენერგოეფექტურობის ამაღლებისა და ენერგიის დაზოგვის სისტემების დანერგვისგან განსხვავებით. როგორ დააბალანსებთ ფართო და ინტენსიურ მიდგომებს, ანუ მეტი ენერგიის გამომუშავებასა ან ენერგიის დაზოგვას?

ბბ: საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ნორვეგიის მოხმარების დაახლოებით 10%-ია. გარდა ამისა, საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის მზარდი ნაწილის იმპორტი ან წარმოება ხდება იმპორტირებული გაზის გამოყენებით. საქართველოში  მიმდინარე ანგარიშის დიდი დეფიციტის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას შეეძლოს უფრო მეტად თავისი შიდა რესურსების გამოყენება ენერგიის წარმოებისათვის. ენერგოეფექტურობა ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებაა და უნდა წახალისდეს. მაგრამ საქართველო რაც უფრო მეტად ვითარდება, მით მეტი ელექტროენერგია სჭირდება. 

აკ: თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურად იხარჯება ბიუჯეტის სახსრები ენერგეტიკის სექტორში საქართველოსა და ზოგადად, რეგიონში? თქვენ რომ ყოფილიყავით ქვეყნის ენერგეტიკის სექტორის ხელმძღვანელი, რა იქნებოდა თქვენი მთავარი სამი პრიორიტეტი?

ბბ: ყურადღებას გავამახვილებდი ქვეყანაში ელექტროენერგეტიკული ბაზრის ჩამოყალიბებაზე. ასევე აქცენტს გავაკეთებდი უფრო მასშტაბური ჰიდროპროექტების რეზერვუარებით წახალისებაზე, რომლებიც უნდა განვითარდეს მოქნილი განახლებადი ელექტროენერგიის მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. მაგრამ, როდესაც სახელმწიფო დებს გრძელვადიანი ელექტროენერგიის შესყიდვის შეთანხმებებს ამ პროექტების განვითარების ხელშესაწყობად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გაკეთდეს მომხმარებლის დასაცავად, ანუ პროექტებმა უნდა უზრუნველყოს ელექტროენერგიის მიწოდება კონკურენტუნარიან ფასად.აკ: შეგვიძლია შევეხოთ სამოქალაქო საზოგადოებას? ნორვეგიის მაგალითზე დაყრდნობით, რა მექანიზმები უნდა შეიმუშაოს ხალხმა, რომ დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების დროს მათი ხმა მოისმინონ და მათი მოსაზრება გაითვალისწინონ? შეგიძლიათ შეადაროთ ეს ყველაფერი საქართველოში არსებულ სიტუაციას?

ბბ: დიდი პროექტის განხორციელების განხილვის დროს, პროექტის მშენებლობის დაწყებამდე, ტარდება საზოგადოებრივი კონსულტაცია. ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო საზოგადოებაში კომპეტენციის ამაღლებაზე, პროექტის რეალური შედეგების შესახებ, რაც ნიშნავს იმას, რომ საზოგადოების კონსულტაციები ხშირად საკმაოდ პროდუქტიული ხასიათისაა. საქართველოში, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი მაინც აქტივისტური ორგანიზაციებია, რომლებსაც ნამდვილად არ აინტერესებთ ფაქტები და ციფრები. განვითარებას მაინც შეეწინააღმდეგებიან, მიუხედავად პროექტის მხრიდან მოსატანი სასიკეთო ცვლილებებისა. სამოქალაქო საზოგადოების შექმნა, რომელსაც ექნება პროექტის განვითარების რეალური შედეგების შეფასების ბერკეტი, გააძლიერებს სექტორს. 

აკ: ჩვენი ჟურნალის ჩრდილოეთ ევროპის ექსპერტებთან ინტერვიუების სერიის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის პროპაგანდა და მათი დაახლოება ჩვენი რეგიონის მკითხველთან. შეგიძლიათ დაასახელოთ სამი საუკეთესო ბიზნეს-პრაქტიკა ნორვეგიიდან, რომელსაც საქართველოში შემოიტანდით?

ბბ: ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობა და ფოკუსირება ადგილობრივი საზოგადოების კეთილდღეობაზე, რომელიც დაზარალდა პროექტის შემუშავებით, ცოდნაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების პროცესები, ყველა დაინტერესებულ მხარეს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ორმხრივი ნდობის საფუძველზე და კეთილი განზრახვების მოლოდინი.

აკ: როგორია თქვენი ყველაზე ნათელი შთაბეჭდილება ან გამოცდილება სამხრეთ კავკასიის რეგიონში დიდი ხნის განმავლობაში ყოფნის დროს? გაქვთ რაიმე ისტორია, რომლის გაზიარებაც გსურთ ჩვენი მკითხველისთვის?

ბბ: საერთოდ, მე მჯერა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველომ გრძელი გზა გაიარა და ქვეყანა ახლა არის იმ კანონებისა და რეგულაციების დანერგვის პროცესში, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს დააკმაყოფილებს. ეს საკმაოდ რთული სამუშაოა და საჭიროა დრო იმისათვის, რომ ხალხი გაეცნოს ევროკავშირის წესებსა და რეგულაციებს. ძლიერი ხელმძღვანელობის წყალობით, დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო თანდათანობით გადალახავს გამოწვევებს და ევროპული ოჯახის წარმატებული ქვეყანა გახდება.

აკ: თუ არის კიდევ რაიმე, რასთან დაკავშირებითაც გსურთ კომენტარის გაკეთება ან ჩვენი მკითხველისთვის რაიმე მესიჯის გაგზავნა, გისმენთ.

ბბ: მე ზოგადად ვარ საქართველოსა და ქართველი ხალხის დიდი გულშემატკივარი და დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყანას, იმ გათვლით, რომ შეძლებს გაერთიანებას, ძალიან ნათელი მომავალი ექნება. 
აკ: მადლობა ძალიან საინტერესო პასუხებისთვის!

წყარო: “კავკასიური ჟურნალი”

Leave a Reply