TANAP ის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რეგიონის და ევროპის ქვეყნების ენერგო უსაფრთხოებას

TANAP ის პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რეგიონის და ევროპის ქვეყნების ენერგო უსაფრთხოებას

2015 წლის 17 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, აზერბაიჯანის პრეზიდეტნმა ილხამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ყარსში საფუძველი ჩაუყარეს ტრანს-ადრიატიკული მილსადენის მშენებლობას.

„დღეს ისტრორიული დღეა, ჩვენ მონაწილეობას ვღებულობთ ტრანსანატოლიური TANAP გაზსადენის საფუძველის ჩაყრაში. ახლავე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროექტი წარმატებული იქნება. აღნიშნულის ტქმის საფუძველს გვაძლევს ჩვენი ქვეყნების არაერთი მიმართულებიტ განხორციელებული პროექტები. ამ ქვეყნების როლი ძალიან მნიშვნელოვნად არის წარმოჩენილი მსოფლიო რუქაზე. საქართველო უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება იმ სატრანზიტო როლს, რომელიც ჩვენ გვაკისრია. მიუხედავად, არსებული სირთულეებისა, დარღვეული ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპაციისა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველოს როლს სატრანზიტო დერეფანში არ სეექმნას რაიმე პრობლემა, რადგან ამაზე არის დამოკიდებული არამარტო საქართველოს არამედ ჩვენი მეგობრების, თურქეთისა და აზერბაიჯანის კეთილდღეობა. ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია გაცილებით მეტია ვიდრე ერთი ქვეყნის სარგებელი. ჩვენი სატრანზიტო როლი ევრაზიის კონტინენტის მჭიდრო და პოლიტიკური ზეგავლენისგან თავისუფალი ეკონომიკური თანამშრომლობის საფუძველია. ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი გამოწვავაა, მოვახეროთ ევროპის, კასპიის რეგიონის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის სავაჭრო ნაკადების მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება. კასპიის ენერგო რესურსების ევროპის მიმართულებიტ გადაადგილება და ევროპის ენერგო უსაფრთხოება.
საქართველომ, აზერბაიჯანმა და თურქეთმა შეძლეს და მსოფლიოს აჩვენეს თუ როგორია რეგიონალური თანამშრომლობის წარმატების მოდელი. არა მხოლოდ ენერგეტიკის არამედ ბევრი სხვა მიმართულებითაც.

მნიშვნელოვანია, რომ სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოება, შაჰ–დენიზის მეორე ფაზას წარმოადგენს. პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ერთის მხივ რეგიონის ქვეყნების და მეორეს მხრივ ევროპის ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას. ქვეყნების ენერგოუსაფრთხოება განსაკუტრებულ მნიშვნელობას იძენს გართულებული და არასტაბილური პოლიტიკური ვიტარების ფონზე, როდესდაც ისტორიულად გაზრდილია ენეგრო რესურსების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენების საფრთხე.“ განაცხადა თავის სიტყვიტ გამოსვლაში საქარტველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა
ღონისძიებას ასევე სამივე ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრი ესწრებოდა. ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ყარსში თურქი კოლეგის თანერ ილდიზის ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა.

„სამხრეთის გაზის დერეფნის“ პროექტი ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ემსახურება და ითვალისწინებს აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ევროპის ბაზრისთვის მიწოდებას. როგორც მოგეხსენებათ ევროპისა და დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის სანქციების დაწესების ფონზე, ევროპას მიღებული აქვს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რუსული გაზის ალტერნატივის მოძებნის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ აღნიშნულ პროექტს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდი აშშ დოლარია, რომელიც მიმართული იქნება: აზერბაიჯანში შაჰ-დენიზის საბადოს ათვისების მეორე ფაზის გასანვითარებლად, რომელიც დამატებით 22 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მოპოვებას უზრუნველყოფს, ასევე სამხრეთ კავკასიური გაზსადენის გამტარუნარიანობის გაზრდას, რაც გულისხმობს ახალი მილსადენის მშენებლობას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ტერიტორიაზე 2 ახალი საკომპრესორო სადგური და 50 კმ-მდე გაზსადენი აშენდება. თურქეთის ტერიტორიაზე კი, საბერძნეთის საზღვრამდე ტრანს-ანატოლიური (TANAP) გაზსადენი აშენდება.
ტრანს-ადრიატიკული(TAP) მილსადენის გაგრძელება თურქეთის საზღვრიდან საბერძნეთის, ალბანეთის და ადრიატიკის ზღვის გავლით იტალიამდეა განსაზღვრული, ხოლო იტალიიდან როგორც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოდან მთლიანი ევროპის ტერიტორიაზე გავრცელდება.

„სამხრეთ კავკასიური გაზსადენის სისტემის გაფართოების“ პროექტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები მასშტაბურია და უაღრესად მნიშვნელოვანი – ინვესტიციები, დასაქმება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, სტაბილურობა სწორედაც რომ არის ის შედეგი, რასაც “სამხრეთ გაზის დერეფნის” განვითარება საქართველოს მოუტანს! როგორც უკვე ვთქვით შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამ თანხიდან საქართველოში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, რაც ერთმნიშვნელოვნად სიკეთის მომტანი იქნება დასაქმების კუთხით, კერძოდ: პროექტის მშენებლობის ეტაპზე 2000 ხოლო დასრულების შემდეგ 130 სამუშაო ადგილი შეიქმნება. გარდა ამისა 2019 წლიდან საქართველო როგორც პროექტის წევრი ქვეყანა, ბუნებრივი აირის დამატებით მოცულობებს შეღავათიან ფასად მიიღებს.

აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად აისახება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაზე, რაც ჩვენთვის, როგორც პოლიტიკურად ისე ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე საგულისხმოა, რომ „სამხრეთ გაზის დერეფნის“ პროექტი ძალიან გაზრდის და გააძლიერებს საქართველოს რეგიონული როლის მნიშვნელობას.

Leave a Reply

Menu Title