Frankfurter Allgemeine: ევროპის დამოკიდებულება რუსულ გაზზე მცირდება

კონფლიქტი „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს ირგვლივ გადამწყვეტ ფაზაში შედის, მაგრამ ყველაფერი არც ბალტიის ზღვაში, არც მოსკოვში, არამედ პოლიტიკოსების, ადვოკატების და გიგანტური კონცერნების ხელმძღვანელების კაბინეტებში, ვაშინგტონსა და ბერლინში დასრულდება.

მოსკოვს კი, რომელიც 10 მლრდ. ევროდ შეფასებული პროექტის მთავარ მამოძრავებელ ძალას, დამკვირვებლის როლი აქვს დარჩენილი.

პარალელურად კი, ევროკავშირის ზეწოლის ქვეშ „გაზპრომის“ მდგომარეობა ევროპის ბაზარზე უარესობისკენ შეიცვალა.

ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს რუსული გაზის მიწოდება ევროპაში და თურქეთში 14%-ით, 198-დან 170 მლრდ. დოლარამდე შემცირდა და 2015 წლის მაჩვენებელს გაუტოლდა. მიზეზი – პანდემიის გამო მოთხოვნის შემცირება გახდა.

ამან გაზის ყველა მიმწოდებელი დააზარალა, თუმცა, რუსეთი – მაინც ყველაზე მეტად. გაზის მოხმარება ევროპაში 7%-ით, გერმანიაში კი 3,5%-ით, მაგრამ იქაც კი, სადაც მოხმარება გაიზარდა, „გაზპრომის“ წილი მაინც დაეცა.

კერძოდ, თურქეთში, რომელიც გერმანიის შემდეგ რუსული გაზის უმსხვილესი მომხმარებელია. წლის მანძილზე ანკარა, გაზის მიღების წყაროების მნიშვნელოვანი დივერსიფიცირება მოახდინა,  და რუსული გაზის იმპორტი შეამცირა.

ამიტომაც „გაზპრომი“ ევროპაში გაყიდვების ზრდას პანდემიის დასრულების შემდეგაც არ ელოდება.

ამის მიზეზი კი გაზის მიღების წყაროების და მარშრუტების შეცვლაა. 2021 წლის დასაწყისში ევროპამ აზერბაიჯანული გაზის მიღება დაიწყო – ახალი გაზსადენი იწყება კასპიის ზღვასთან, გაივლის საქართველოს, თურქეთს, საბერძნეთს, ალბანეთს, და იტალიაში სრულდება.

ამასთან ერთად ევროპაში თხევადი გაზის შემოვიდა – 2020 წელს აშენებული ტერმინალების ამოქმედების შემდეგ თხევადი გაზი ესტონეთში და ფინეთში მიდის. ამის შედეგად ფინეთმა რუსული გაზის იმპორტი 50%-ით შეამცირა. თხევადი გაზის ალჟირიდან და აშშ-დან შემოდის.

თურქეთი საკუთარი გაზის მოპოვებას აპირებს, პოლონეთი ნორვეგიული გაზის მისაღებად მილსადენს აშენებს,  შტატები საბერძნეთის გავლით აღმოსავლეთ ევროპაში ახალი გაზსადენის პროექტს ლობირებენ.

შავ ზღვაში გაზის საბადოების ათვისებას რუმინეთიც გეგმავს.

რუსეთიც აქტიურობს  – 2020 წლის დეკემბრიდან სერბეთი და ბოსნია გაზს „თურქული ნაკადი“-დან იღებენ, რომელიც უკრაინის გვერდის ავლით მიდის, შესაბამისად, უკრაინა, დღემდე რუსული გაზის მთავარი ტრანზიტორი, თავის როლს, და მასთან ერთად შემოსავლებს კარგავს.

ამის მიუხედავად, „გაზპრომმა“ ბევრი დათმო, და კიდევ ბევრის დათმობა მოუწევს   – ევროპაში რეგულაციები მკაცრდება, კონკურენცია კი იზრდება, ახალი ბაზრები და ახალი მოთამაშეები ჩნდება.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title