Trinity-ს გადასატანი ქარის გენერატორი USB დამტენით

Kickstarter-მა სიცოცხლე უამრავ საინტერესო პროექტს შთაბერა. ერთ-ერთი მათგანია Trinity-ს პორტატული ქარის ტურბინა, რომლის გამოყენება შესაძლებელია სმარტფონებისა და სხვა USB მოწყობილობების დასატენად. აღნიშნული მოწყობილობა შეიძლება სასარგებლო იყოს ლაშქრობისთვის და სხვა სიტუაციებისთვის, როდესაც ქსელში ჩართვის საშუალება არ არსებობს.

დანადგარის დეველოპერების აზრით, სუსტ ქარშიც კი, ის შეძლებს ენერგიის საკმარისად გამომუშავებას მოწყობილობების დასატენად. ისინი ასევე ხაზს უსვამენ იმას, რომ მათ გამოგონებას არ აქვს ის ნაკლოვანებები, რაც გააჩნია ბაზარზე უკვე არსებულ პორტატულ მზის გენერატორებს. Trinity-ს შეუძლია დატენოს მობილური მოწყობილობები არა მხოლოდ ღამით, როდესაც მზე არ არის, არამედ წვიმაში ან ნისლშიც კი, რაც შესაძლებელია ტენიანობის შეღწევისგან საიმედო დაცვის წყალობით.

ქარის გენერატორის სიგრძე 30 სანტიმეტრია, წონა 1.8 კგ. მას აქვს არა მხოლოდ ტელეფონის პირდაპირ დამუხტვის, არამედ ენერგიის შენახვის ფუნქციაც, მასში ჩამონტაჟებული აკუმულატორების საშუალებით, რომლის სიმძლავრეა 15,000 მა/სთ-ში. კამპანიის წარმატებით დასრულებისთვის გამომგონებლებს 50 ათასი დოლარის შეგროვება დასჭირდათ, თუმცა პროექტმა ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ მათ ამ ნიშნულის გადალახვაც კი მოახერხეს და 75 ათასზე მეტი შეაგროვეს.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title