რომან გოცირიძე: თუკი ჰესებს არ ავაშენებთ, რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში აღმოვჩნდებით

“მუდმივი არაფერია. ხელისუფლებას ცვლის ოპოზიცია და უკვე გახელისუფლებულ ოპოზიციას მოუწევს ხუდონის, ნამახვანის, ნენსკრას აშენება. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩდნებით რუსეთის ენერგეტიკულ ტყვეობაში”, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე თავის Facebook გვერდზე წერს.

“თუ ხელისუფლებას მხარს არ დაუჭერ ამ საქმეში, ხელი მაინც არ უნდა შეუშალო. ეს პოლიტიკური პრაგმატიზმის თვალსაზრისითაც სწორი იქნება. საქმეს წინ წაიგდებ, თანაც უმტკივნეულოდ. სხვისი ხელით ჭინჭრის მოკრეფას ხელს თუ შეუშლი, მერე შენი გასაკეთებელი გახდება და მწარედაც დაითუთქები. ეს, პოლიტიკური ლოგიკით, თორემ სახელმწიფოებრივი ლოგიკით მაღალი ეკოლოგიური სტანდარტებით ჰესების მშენებლობას ჩვენს პირობებში ალტერნატივა არა აქვს.

ისე, სხვათა შორის, სამივე ჰესის მშენებლობის შესახებ გადწყვეტილება ნაციონალური მოძრაობის მთავრობამ მიიღო და ინვესტორებიც მაშინ იქნა მოძიებული, რომლებსაც ახლა ერეკებიან”, – წერს რომან გოცირიძე.

პოზიცია