სენატორები ბაიდენს Nord Stream 2-ის სანქციების ამოქმედებისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი სენატორები ჯინ შაჰინი და ჯეიმს რიში ბაიდენის ადმინისტრაციას Nord Stream 2-ის სანქციების დაუყოვნებლივი ამოქმედებისკენ მოუწოდებენ. პარასკევს გამოქვეყნებული წერილის მოტივი და მათი შეშფოთების მიზეზი, მათივე თქმით, გავრცელებული ინფორმაციაა, რომლის თანახმად, შეერთებულ შტატებსა და გერმანიას შორის მიმდინარეობს საუბარი სანქციების შეჩერების შესახებ.

”აშშ-ს ურთიერთობა გერმანიასთან ტრანსატლანტიკური ალიანსის ქვაკუთხედია, მაგრამ Nord Stream 2-ის დასარულების ნებართვა ამ პარტნიორობის კონსრუქციული გზა არ არის“ – აღნიშნავენ სენატორები.

ამავე წერილში ისინი პერზიდენტის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, 16 თებერვლამდე წარმოადგინონ კონგრესის მანდატით დავალებული ანგარიში იმ კომპანიების შესახებ, რომლებიც მილსადენის მშენებლობაშია ჩართული.

ბაიდენის გუნდი მილსადენის მშენებლობას ცუდ გარიგებას უწოდებს და აცხადებს, რომ ნებისმიერ მოქმედებას სანქციებთან შესაბამისობაში შეისწავლის. თუმცა, იმავდროულად, მოქმედი პრეზიდენტი ერიდება ტრამპისთვის ჩვეულ ხისტ რიტორიკას, რომელიც სანქციებით გერმანიის იმ პორტსაც ემუქრებოდა, რომელიც Nord Stream-2-ის სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთვის გამოიყენება.

პოზიცია