ხამენეი აშშ-ს სანქციების მოხსნისთვის ვადას უწესებს

ირანის სულიერი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, 2015 წლის საერთაშორისო ბირთვული შეთანხმების პირობების აღსადგენად, აშშ-სგან სიტყვების ნაცვლად, ქმედით ნაბიჯებს და სანქციების მოხსნას ითხოვს.

თუ აშშ სანქციებს 23 თებერვლამდე არ მოხსნის, ირანი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დროებითი ინსპექტირების ჩატარების უფლებას არ მისცემს. 

”ჩვენ მოვისმინეთ ბევრი დიდებული სიტყვა და პირობა, რომლებიც არ შესრულდა. ამჯერად მხოლოდ მოქმედებას ველით”, თქვა ხამენემ სატელევიზიო გამოსვლისას.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, თანამდებობის დაკავებამდე მიანიშნებდა, რომ მას ირანთან ურთიერთობის გადახედვა სურდა, ინაუგურაციის შემდეგ განაცხადა, რომ მისი წინამორბედის მიერ დაწესებულ სანქციებს იმ შემთხვევაში მოხსნიდა, თუ თეირანი 2015 წლის პირობებს დაუბრუნდებოდა.

პოზიცია