“ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის” ახალი სანქციების სია ცნობილია

აშშ-მა გაზსადენის “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის პროექტთან დაკავშირებით სანქციების ახალი სია შეადგინა. ჩამონათვალში რუსული და რუსეთთან დაკავშირებული ორგანიზაციები მოხვდა, თუმცა ვაშინგტონმა სიაში გერმანული კომპანიები არ შეიყვანა. დოკუმენტი განსახილველად კონგრესში დღეს შევა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პროექტის რეალიზაციის შეჩერებას ცდილობს, რომ ევროპელ მოკავშირეებთან კონფლიქტში არ შევიდეს.

ვაშინგტონი ეწინააღმდეგება „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას, რადგან მიაჩნია, რომ გაზსადენის ამოქმედება კიდევ უფრო მეტად გაზრდის ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას რუსეთზე და მილიარდობით დოლარის შემოსავალს დააკარგვინებს უკრაინას, რუსეთის ბუნებრივი აირის სატრანზიტო ქვეყანას, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებთან ერთად იზიარებს ვაშინგტონის შეშფოთებას.

კონსორციუმი, რომელიც რუსეთის ბუნებრივი გაზის ევროპისკენ მიმავალ გაზსადენს აშენებს, რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის. პროექტის აქციათა საკონტროლო პაკეტი რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „გაზპრომს“ ეკუთვნის. 2020 წელს, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად, გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა დროებით შეჩერდა.

რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მოწამლვასთან შემდეგ, თავისი ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა პროექტის საკითხი, თუმცა, საბოლოო ჯამში გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პოზიცია არ შეცვალა. გასულ კვირაში მან განაცხადა, რომ იგი კვლავინდებურად მხარს უჭერს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობას და მისი ეს აზრი მოცემულ მომენტში არ იცვლება.

პოზიცია