რუსულ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის კომპანია გერმანიის ტერიტორიულ წყლებში სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ნებართვას ითხოვს

რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის ოპერატორი კომპანია გერმანიის ტერიტორიულ წყლებში სამშენებლო სამუშაოების გაგრძელების ნებართვას ითხოვს. გერმანიის ფედერაციის შესაბამისმა უწყებებმა დაადასტურეს, რომ მოთხოვნა უკვე მიიღეს და დოკუმენტები ახლა განხილვის პროცესშია.

მანამდე, გერმანულმა გარემოსდამცველმა ორგანიზაციებმა გერმანიის ხელისუფლების მიერ გაზსადენის გაყვანის ნებართვის გაცემა გაასაჩივრეს. როგორც ჩრდილოეთის „ნაკადის ოპერატორი“ კომპანია ამტკიცებს, გაზსადენის გაყვანის სამუშაობის 95 პროცენტი შესრულებულია. დარჩენილია მხოლო 120-კილომეტრიანი მონაკვეთი დანიაში და 28-კილომეტრიანი გერმანიაში.

მანამდე თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სანქციები აამოქმედა „ჩრდილოეთი ნაკადი 2“-ის მშენებლობაში მონაწილე კომპანიების წინააღმდეგ.

პოზიცია