საუდის არაბეთს და რუსეთს ისევ განსხვავებული სტრატეგიები აქვთ OPEC+ შეხვედრამდე

OPEC+ -ის შემდეგი შეხვედრა 4 მარტს გაიმართება. შეხვედრაზე საუდის არაბეთი და სუსეთი, კვლავ, განსხვავებული სტრატეგიებით წარსდგებიან.

ოფიცილაური ერ-რიადი OPEC+-ს სიფრთხილისკენ მოუწოდებს მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლის განმავლობაში ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. საუდის არაბეთს სურს, შეინარჩუნოს ნავთობის სტაბილური მიწოდება. ამის საპირისპიროდ, მოსკოვი ნავთობის მიწოდების თანმიმდევრულ ზრდას ითხოვს.

მხარეებს ასეთივე პოზიცია ჰქონდათ წინა შეხვედრაზე, მაგრამ ამჯერად საუდიტებს ძლიერი სავაჭრო მექანიზმი აქვთ – მათ ნებაყოფლობით შეამცირეს დღეში 1 მილიონი ბარელის მიწოდება თებერვალ-მარტში. მოლაპარაკებების შედეგად, მათ, შესაძლოა არაბებმა შეცვალონ საკუთარი პოზიცია.

Covid პანდემიის შედეგად ნავთობზე გლობალურმა მოთხოვნამ კრიტიკულად იკლო და ფასის სტაბილიზაციის მიზნით OPEC+ წევრები ბაზარს ხელოვნურად არ აწვდიან დღეში 7 მილიონ ბარელს, რაც გლობალური მიწოდების 7% წარმოადგენს.  ამრიგად, წარმოების შეკვეცის შედეგად, ნავთობზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად აჭარბებს წარმოების პოტენციალს. ნავთობის ფასები გადაცდა 65 დოლარს, რის შედეგადაც მწარმოებელ ქვეყნებში ნავთობის შემოსავალი გაიზარდა.

4 მარტს OPEC+ ნავთობის მიწოდების საკითხს გადაწყვეტს, მათ შორის წევრები იმსჯელებენ მიწოდების გაზრდის საკითხზე.

ამ ეტაპზე, მხარეებს ხისტი პოზიციები არ გააჩნიათ და შეხვედრაზე საერთო პოზიციაზე შეჯერება არ გამოირიცხება. რუსეთის ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის თქმით, „ბაზარი დაბალანსებულია“ და საჭიროა,  მიწოდების გაზრდა. საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრი კი ორგანიზაციის წევრებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რათა წევრებმა აირიდონ შარშანდელი კრიზისის გამეორება. მისივე თქმით, ჯერ ძალიან ადრეა პანდემიაზე გამარჯვების აღნიშვნა, რაც ნავთობის ფასებს მნიშვნელოვნად განაპირობებს.

წელს ნავთობის ფასების 20%-იანი მატება საკმაოდ მკვეთრი აღმოჩნდა ძირითადი მომხმარებლებისთვის, რომლებიც წარმოების გაზრდას მოითხოვენ.

წელს ნავთობზე ფასების ზრდის პირობებშიც, ფასები უფრო დაბალ ნიშნულზეა, რომ OPEC-ს წევრების სამთავრობო ხარჯები დაფარონ.

ამ ეტაპზე, ყველაზე დიდი ბერკეტი მაინც საუდის არაბეთს გააჩნია, დღეში ხელოვნურად შემცირებული 1 მილიონი ბარელით. თუ არაბეთმა ეს ბერკეტი აამუშავა, ნავთობის ფასები აუცილებლად დაიკლებს.

OPEC+ შეხვედრას დაესწრება ირანის რესპუბლიკაც. ირანი, რომელსაც ნავთობის წარმოებას ამერიკის შეერთებული შტატების სანქციები უზღუდავს, 3 მარტის შეხვედრას დაესწრება, ამბობს Bloomberg-ის ანონიმური წყარო. ირანის მონაწილობა მოცემულ ვითარებაში უჩვეულოა იმ ფონზე, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ირანი დიპლომატიურ პაექრობაშია ჩართული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით. თუ ირანის ნავთობი დიდი რაოდენობით შევა მსოფლიო ბაზარზე, ეს მნიშვნელოვნად გაართულებს OPEC-ის ძალისხმევას, დააბალანსოს ნავთობის მიწოდება.

პოზიცია