ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრის 2,2-ჯერ ზრდა იგეგმება

გადამცემი ქსელის განვითარების ახალი ათწლიანი გეგმის მიხედვით, 2031 წლისთვის საქართველოს ენერგოსისტემის 18% ქარის და მზის ელექტროსადგურების წარმოებული ელექტროენერგიით უნდა შეივსოს.

გეგმის მიხედვით, ათ წელიწადში საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 2,2-ჯერ უნდა გაიზარდოს და 10 389 მეგავატს უნდა მიაღწიოს, აქედან 4288 მგვტ მარეგულირებელი ჰესების სიმძლავრე იქნება, 2900 მგვტ მოდინებაზე მომუშავე ჰესების.

ჯამში ჰესების წილი ჯამურ დადგმულ სიმძლავრეში 69%-ს უნდა გაუტოლდეს, 1330 მგვტ უნდა იოს ქარის სადგურების, ხოლო 520 მგვტ მზის სადგურების, 110 მგვტ აირტურბინების, ხოლო 1248 მგვტ მაღალი ეფექტურობის მქონე კომბინირებული თბოელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე.

გეგმის მიხედვით, საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად დაახლოებით 5% -ით გაიზრდება. ამჟამად საქართველოს ყველა ენერგეტიკული ობიექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე არის დაახლოებით 4 500 მეტავატი და აქედან 70%, ანუ 3 100 მეგავატი აშენებულია საბჭოთა კავშირის პერიოდში.

შეგახსენებთ, ენერგეტიკოსების მტკიცებით, მზის ენერგიის პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია საქართველომ წლიურად 4 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავოს. მიუხედავად ამისა, ენერგეტიკის ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ქარის ელექტროსადგურებს მეტი პერსპექტივა აქვს, ხოლო ჰესების მშენებლობა საქართველოში ალტერნატივა არ გააჩნია. მათივე შეფასებით, აუცილებლად უნდა იყოს რეზერვი, რომ მოხდეს მზისა და ქარის ელექტროენერგიის ჩანაცვლება და სისტემის მდგრადობის დაცვა. საქართველო წყლის რესურსის მხოლოდ 20%ს ითვისებს.

ელექტროენერგიის ექსპორტიდან საქართველოს 5 მლრდ აშშ დოლარის მიღება შეუძლია. ქვეყანა ამჟამად ჰიდროენერგეტიკის მხოლოდ 20%-ს იყენებს.

წყარო report.ge

Leave a Reply