სემეკის ორგანიზებით გამართული კონფერენცია ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიების მიერ დადებითად შეფასდა

ენერგეტიკული გაერთიანებისა და ევროპის ქვეყნების მარეგულირებელი კომისიების, კონკურენციის სააგენტოებისა და ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლების მიერ 25-26 თებერვალს, სემეკის ორგანიზებით გამართული ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“ დადებითად შეფასდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე იბფორმაციით, საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროცესში კომისია უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალურ ჩართულობას და მონაწილეობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს აღნიშნული პროცესის საჯაროობა, გამჭვირვალობა და შესაბამისი რეკომენდაციების მიღება ევროპის საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით.

კონფერენცია გახსნეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ.

კონფერენციაზე სიტყვით წარდგნენ და ენერგეტიკის სექტორში კონკურენციისა და მონიტორინგის მნიშვნელობაზე ისაუბრეს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გენერალურმა დირექტორმა, ირინა მილორავამ, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, უჩა უჩანეიშვილმა, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარემ და სემეკის წევრმა, მაია მელიქიძემ, ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენელმა დირკ ბუშლემ , ლიეტუვას კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ, შარუნას კესერაუსკასმა, ავსტრიის კონკურენციის ორგანოს გენერალურმა დირექტორმა, თეოდორ ტანერმა.

კონფერენციაში მონაწილეობდენ როგორც საქართველოს ენერგეტიკულ ბაზარზე მოქმედი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე ავსტრიის, უნგრეთის, საბერძნეთის, ბულგარეთის, სლოვენიის მარეგულირებელი კ

Leave a Reply