რა მოცულობის გაზის ექსპორტი განახორციელა აზერბაიჯანმა თურქეთსა და საქართველოში?

აზერბაიჯანმა მიმდინარე წლის იანვარში მთლიანობაში 1,120,220,670 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტი განახორციელა.

ინფორმაციის თანახმად, გასულ თვეში ექსპორტირებული ბუნებრივი აირის საერთო ღირებულებამ შეადგინა 100,026,390 აშშ დოლარი.

აქედან 1,007,604.850 კუბური მეტრი მიეწოდა თურქეთს, ხოლო 112,615,820 კუბური მეტრი – საქართველოს.

იანვარში თურქეთში ექსპორტირებული ბუნებრივი გაზის საერთო ღირებულებამ 87 629 870 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოში – 12 396 520 დოლარი.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title