ნინო ლაცაბიძე: „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის ეფექტური აღსრულებით კარგ შედეგს მივიღებთ

ქუთაისის ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას, თვალს ვადევნებდი და ჩემი აზრით, გარკვეული პოლიტიკური ნიშნებიც შეიმჩნეოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რუსთავის და გარდაბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო ფორმატში აპირებენ ამ საკითხის უფრო დეტალურად განხილვას, მათ შორის ჩართულები არიან მაჟორიტარი დეპუტატები აქტიურად.

„ქუთაისის ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას, თვალს ვადევნებდი და ჩემი აზრით, გარკვეული პოლიტიკური ნიშნებიც შეიმჩნეოდა. ჩვენ საპარლამენტო ფორმატში ვაპირებთ ამ საკითხის უფრო დეტალურად განხილვას, მათ შორის ჩართულები არიან მაჟორიტარი დეპუტატები აქტიურად. სამოქალაქო აქტიურობა, კანონპროექტის მიღების პერიოდშიც რუსთავშიც მაღალი იყო, თუმცა თანამშრომლობდნენ სამინისტროსთან და ჩართულები იყვნენ რეგულაციების მიღებისა და ფორმირების საკითხში. ამ კანონის მიღებისას ჩვენ ძალიან შევეცადეთ არც ბიზნესისთვის გვევნო და ჩვენი ჯანმრთელობაც საფრთხის ქვეშ არ დამდგარიყო. იმ საწარმოებშიც ადამიანები მუშაობენ, 8 ათასამდე რუსთაველი მუშაობს იმ საწარმოებში და თითოეული მათგანი ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს კანონპროექტი არის კარგი მაგალითი იმის, როგორ შეიძლება ითანამშრომლო სამოქალაქო სექტორთან, ბიზნესჯგუფებთან, სამინისტრო, საპარლამენტო ჯგუფების დონეზე აბსოლუტურად შეკრული იყო და მგონია, იმიტომაც მივიღეთ ძალიან კარგი კანონი და დარწმუნებული ვარ, ეფექტური აღსრულებით მივიღებთ ძალიან კარგ შედეგს“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი 2 მარტს მიიღო. კანონი „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ ითვალისწინებს შეიქმნას სამართლებრივი მექანიზმები გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით. კანონის მიზანია, გარემოზე ზიანის მიყენების საკითხების სამართლებრივი რეგულირება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპის შესაბამისად.

28 თებერვალს ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ნამახვანჰესების კასკადის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გაიმართა.

Leave a Reply