Toyota-მ უნივერსალური ენერგობლოკი შექმნა

მანქანების მწარმოებელმა კომპანია Toyota-მ უნივერსალური ენერგობლოკი შექმნა, რომელიც ენერგიის წყარო შესაძლოა შენობებსა და მანქანებში გახდეს. ამის შესხებ techcult წერს.

ენერგობლოკ FC Modules კომპანია ორი ფორმატით გამოუშვებს. ვერტიკალური ვარიანტი 90 x 630 x 690 მმ იქნება და მისი წონა 250 კილოგრამს შეადგენს. ჰორიზონტალური ბლოკი კი 1270 x 630 x 410 მმ, წონით 240 კილოგრამი. ერთის სიმძლავრე 60, ხოლო მეორის 80 კილოვატით განისაზღვრა.

გამოცემის ცნობით, ენერგობლოკების გამოყენება სხვა აკუმულატორების დასატენადაა შესაძლებელი, ასევე შესაძლებელია მათზე ელექტრო ხელსაწყობის მიერთება. აუცილებლობის შემთხვევაში კი რამდენიმე ენერგობლოკით შესაძლოა დენის წყაროს აწყობა, რომელიც შენობისთვის საჭირო ენერგიას გამოყოფს.

სიახლის საფუძველია წყალბადის სითბური ელემენტები. წყალბადის ელექტროენერგიად გადაქცევის პროცესი ხდება ავტომატურად, მომხმარებელს მხოლოდ კონტეინერების გაზთან დაკავშირება სჭირდება თავისი რეზერვების შესავსებად, აგრეთვე წყალსა და ჰაერზე წვდომის უზრუნველსაყოფად. ენერგობლოკის კორპუსში განთავსებულია გამაძლიერებელი კონვერტორი, წყლის გაგრილების სისტემა და ჰაერის ტუმბო.

Leave a Reply