საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული ბალანსი შემუშავდა

საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ენერგეტიკული ბალანსი შემუშავდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი მერი დაუშვილი და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის შესახებ პრეზენტაციას დაესწრნენ – ამის შესახებ ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

2013 წელს ენერგეტიკის სამინისტროს, სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც მიღებულ იქნა ენერგეტიკის სტატისტიკის სამოქმედო გეგმა.  შესაბამისად საქსტატმა ენერგეტიკის სტა­ტის­ტი­კის განვითარებისა და სრულ­ყო­ფი­ლი, საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი ენერ­გეტიკული ბალანსის შემუშავებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება დაიწყო.  აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი ოფიციალური ენერგეტიკული ბალანსი სტატისტიკის სამსახურის მიერ 2002 წელს მომზადდა და მას შემდეგ აღარ შემუშავებულა.

ახალი 2013 წლის ენერგეტიკული ბალანსი შედგენილია ენერგეტიკის საერთაშორისო საა­გენ­­ტოს რეკომენდაციების საფუძველზე და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტან­დარ­­ტებს.

Leave a Reply

Menu Title