ხუდონჰესი არის ერთ-ერთი მძლავრი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ჰესი რეგიონში

„ქარის და მზის რესურსის გამოყენება მოგვცემს საშუალებას, რომ ქვეყანაში ნახშირბადული კვალისგან თავისუფალი პროდუქცია შეიქმნას“

„ჩვენი ქვეყანა ჩვენ ჰიდრო რესურსს არ იყენებს, მსოფლიოში ვერ იპოვი ვერც ერთ ქვეყანას, ვისაც ეს რესურსი აქვს და არ იყენებს“ –  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილაში“ ენერგეტიკის ექსპერტმა დავით მირცხულავამ განაცხადა.

მისი განცხადებით, მთელი მსოფლიო განსაკუთრებით ევროპა ნეიტრალურ, ნახშირბადისაგან თავისუფალ ენერგეტიკაზე გადადის, საქართველო 80%-ით განახლებად ენერგეტიკაზე არის დამოკიდებული..

„პერსპექტივაში ჰიდრო რესურსის ათვისება, ჩვენი ენერგორესურსის განვითარების საშუალებას მოგვცემს. ქარის და მზის რესურსის გამოყენება მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში ნახშირბადული კვალისგან თავისუფალი პროდუქცია შეიქმნას.

ევროპაში, რომელთანაც ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს დაწესდება ისეთი გადასახადი, რომ პროდუქციას, რომელსაც ნახშიბადული კვალი ექნება არა კონკურენტულს გახდის. აქედან გამომდინარე ქარის და მზის რესურსის ინტეგრაცია ძალიან დიდი პერსპექტივაა. წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გვქონდეს ნავთობი ან გაზი და ამ ტერიტორიებზე ხდებოდეს მის მოპოვება, ეკოლოგიურად არ შევადარებ ნავთობის ჭა-ბურღილს, რადგან ყველამ ძალიან კარგად იცის თუ რამდენად უფრო დიდი გავლენა აქვს გარემოზე.“ – აღნიშნა დავით მირცხულავამ.

Leave a Reply

Menu Title