2021 წლის ბოლოსთვის ლიბია გეგმავს ნავთობის მოპოვების გაზრდას

ლიბია გეგმავს 2021 წლის ბოლოსთვის ნავთობის მოპოვების გაზრდას 1.4 მილიონ ბარელამდე დღე/ღამეში. ამის შესახებ ქვეყნის ნავთობის ეროვნული კორპორაციის ხელმძღვანელმა, მუსტაფა სანალამა განაცხადა.

თებერვლის თვის OPEC– ის ანგარიშის თანახმად, იანვარში ლიბიაში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 1,164 მილიონი ბარელი დღე/ღამეში, რაც 4,2% –ით ნაკლებია, ვიდრე დეკემბერის თვეში.

საშუალოდ, 2020 წელს, დოკუმენტის თანახმად, ქვეყანაში ნავთობის მოპოვებამ შეადგინა 368 ათასი ბარელი დღე/ღამეში, 2019 წელს – თითქმის 1,1 მილიონი ბარელი დღე/ღამეში. OPEC– ის და ოპეკის + ალიანსის გარიგებაში 13 ქვეყნიდან მხოლოდ 10 მონაწილეობს, ხოლო მასში არ შდიან ირანი, ვენესუელა და ლიბია.

Leave a Reply

Menu Title