International energy agency: ნავთობის ფასი 80 დოლარს 2020 წლამდე ვერ მიაღწევს

IEA: გლობალური მოთხოვნა ნავთობზე აღდგება არა უგვიანეს 2023 წლისა

“ნავთობროდუტების იმპორტირების სააგენტო” IEA-ს პროგნოზის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

გლობალური მოთხოვნა ნავთობზე შემცირდა თითქმის 9 მილიონი ბარელით დღე/ღამეში 2020 წელს. მოთხოვნის აღდგენა 2019 წელს აღნიშნულ დონემდე მოხდება არა უგვიანეს 2023 წლისა. ამის შესახებ  პროგნოზირებს საერთაშორისო ენერგიის სააგენტო (IEA).

2024 წლისთვის მსოფლიოში ნავთობის მოხმარება 104,1 მილიონ ბარელს დღე /ღამეში მიაღწევს, რაც მხოლოდ 4,4 მლნ ბარელით  მეტია ვიდრე 2019 წელს.

გლობალურმა მოთხოვნილებამ ნავთობზე 2019 წელს შეადგინა 99,7 მლნ ბარელი დღე/ღამეში, ხოლო 2020 წელს 91 მლნ ბარელი დღე/ღამეში. IEA– ს პროგნოზი 2021 წლისთვის არის 96.5 მილიონი ბარელი დღე/ღამეში.

ამავდროულად, ნავთობზე მოთხოვნა 2025 წელს 2.5 მილიონი ბარელით დღე/ღამეში შემცირდება, ვიდრე IEA– ს გასული წლის პროგნოზით.

უპირველეს ყოვლისა, განვითარებად ქვეყნებში დაიწყება მოთხოვნილების ზრდა მოსახლეობისა და შემოსავლის ზრდის გამო. ამავდროულად, აზიაში ნავთობზე მოთხოვნის ზრდის ტემპი შენელდება და OECD ქვეყნებში მოთხოვნა ვერასოდეს აღდგება კრიზისის წინა დონემდე, ასკვნის IEA.

Leave a Reply

Menu Title