ავსტრიაში ნახევარი მილიარდი ევროს ღირებულების ორი დიდი ჰესი აშენდება

“Limberg III და Reisseck II+ ელექტროსადგურები ხელს შეუწყობენ მდგრადი ენერგომომავლის შექმნას!”

გასულ ოთხშაბათს ავსტრიაში ელექტროენერგიის უდიდესი მომწოდებელის “ვერბუნის” თავმჯდომარემ მაიკლ სტრუგლმა განაცხადა ორი ახალი ფართომასშტაბიანი ჰიდროენერგეტიკული პროექტის შესახებ – Limberg III–ის მშენებლობა კაპრუნში, ზალცბურგში იგეგმება და Reisseck II+-ის – კარინთიაში. ინვესტიციების ღირებულება ნახევარ მილიარდ ევროზე მეტია და ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის განმტკიცებას რეგიონში.

Limberg III

დასრულების შემდეგ, Limberg III იქნება ელექტროსადგური, რომლის დიზაინი განსაკუთრებით მორგებულია ენერგეტიკის გარდამავალი პერიოდის საჭიროებებზე. ”დიდი, მოქნილი სატუმბი საცავის მქონე ელექტროსადგურების არსებობა ფუნდამენტურია ენერგო ტრანზიციის წარმატებისთვის და CO2–ისგან თავისუფალი ელექტროენერგიის მიწოდებისთვის”, – განაცხადა სტრუგლმა

ამჟამად, კაპრუნის ელექტროსადგური, Limberg II, აგენერირებს საკმარის ენერგიას, რომ უზრუნველყოს თითქმის 100,000 ოჯახი ერთი კვირის განმავლობაში. სტრუგლმა დასძინა: ”ინვესტიციები მაღალი შიდა დამატებითი ღირებულებით მნიშვნელოვან ეკონომიკურ სტიმულს იძლევა, განსაკუთრებით ასეთ დროს: ინვესტიციების ორი მესამედი რჩება ავსტრიაში, რომელიც მომავალში შექმნის დოვლათს. დაახლოებით ნახევარი მილიარდი ევროს ინვესტიცია ასევე უზრუნველყოფს დამატებით 3500 სამუშაო ადგილს. “

კაპრუნში მდებარე Limberg III ელექტროსადგურის მშენებლობა 2021 წლის ზაფხულის დასაწყისში დაიწყება და დაახლოებით ოთხ წელიწადში დასრულდება.

Reisseck II+

Reisseck II+ პროექტი დაახლოებით 60 მილიონი ევრო დაჯდება. რეგიონის ტოპოგრაფია ხელშეწყობი იქნება სადგურის მშენებლობისთვის. ისევე როგორც ზემოხსენებული პროექტი, ის უზრუნველყოფს მნიშვნელოვან რეგიონალურ ეკონომიკურ სტიმულირებას და გრძელვადიანი დასაქმების შესაძლებლობებს.

აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაგეგმილია მშენებლობის დაწყება 2021 წლის გაზაფხულის ბოლოს. 2023 წლიდან ახალი სატუმბი სადგური, არსებულ სისტემებთან ერთად, ხელს შეუწყობს ავსტრიაში ქარისა და მზის ენერგიის სისტემების ინტეგრაციასაც.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply