წყლის რესურსების დაცვის დღეს ენერგოომბუდსმენი სემეკის თავმჯდომარესთნ ერთად საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა

22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა.

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიასთან და სემეკის წევრებთან ერთად შპს „ჯორჯია უოთერ ენდ ფაუერის“ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ მედიაში, ასევე მასობრივი ინფორმაციების საშუალებებით ვრცელდება არაერთი მომხმარებლის ინფორმაცია წყალმომარაგების კომპანიების არასათანადო მომსახურეობასთან დაკავშირებით, როგორც დედაქალაქის მაშტაბით, ასევე რეგიონულ ქალაქებში.

ერთ-ერთი ასეთი მაშტაბური გამოხმაურება დაფიქსირდა ქ. რუსთავშიც სადაც არასამთავრობა ორგანიზაცია „რუსთავის სამოქალაქო ერთობამ“ ქ.რუსთავის მცხოვრებლებთან ერთად საპროტესტო განაცხადი წარადგინა შპს“ რუსთავის წყალში“.

დღეს გამართულ შეხვედრაზე მომხმარებლებმა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მომსახურეობის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემები და მოისმინეს კომპანიის მენეჯმენტის ახსნა-განმარტება თითოეულ შეკითხვასთან დაკავშირებით.

“საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია და ენერგოომბუდსმენის სამსახური ყურადღებით აკვირდება მედიასა და პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებს ენერგეტიკის სექტორში არსებული პრობლემების შესახებ და დიდ ყურადღებას უთმობს თითოეული შემთხვევის მოწესრიგებას. წყალმომარაგების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება არის ერთ-ერთი გამოწვევა და მიმდინარე ამოცანა , რომელიც ეტაპობრივად მოწესრიგდება ინფრასტრუქტურული ინვესტიციების განხორციელებით. ენერგოომბუდსმენის სამსახური მუდმივად მზად არის დაიცვას მომხმარებელთა ინტერესები თითვოეულ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით” – ნათქვამია ენერგოომბუდსმენის ოფიციალურ facebook გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply