Saudi Aramco ნავთობმოპოვების მნიშვნელოვნად გაზრდას გეგმავს

Saudi Aramco 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას ელის

Saudi Aramco 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას ელის. ამის შესახებ საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ხელმძღვანელმა ამინ ალ-ნასერმა განაცხადა.

”წელს ნავთობზე მოთხოვნის ზრდას ვვარაუდობთ, განსაკუთრებით აზიიდან”, – განაცხადა მან.

მისივე თქმით, 2021 წლის ბოლოსთვის ნავთობპროდუქტების გლობალურმა მოთხოვნამ შეიძლება დღეში 99 მილიონ ბარელსაც კი მიაღწიოს. ”ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი 2021 წლის მიმართ. წლის მეორე ნახევარი უკეთესი იქნება, ”- დასძინა ალ-ნასერმა.

მანამდე Saudi Aramco–მ გასული წლის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, კომპანიის წმინდა მოგებამ 49 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2019 წელს კომპანიის წმინდა მოგება 88,2 მილიარდი დოლარი იყო, წერს Prime.

ზოგიერთმა დამკვირვებელმა შემოსავლების ასეთი ვარდნა ნავთობგიგანტის არსებობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურად შეაფასა.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply

Menu Title