ენერგია და მისი გამომუშავების ალტერნატიული მეთოდები

მსოფლიოში რამდენი ქალაქი მოიხმარს მხოლოდ განახლებად ენერგიას?

2020 წელს 1 მილიარდმა ადამიანმა, ანუ მსოფლიოს ურბანული მოსახლეობის 25% -მა გამოიყენა განახლებადი ენერგია.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, განახლებადი ენერგიები ენერგიის მთავარი წყაროა მსოფლიოს 1,300 ქალაქში: ”გასულ წელს 1300-ზე მეტი ქალაქის მმართველებმა განახლებად ენერგიებზე სრულად გადასვლა მთავარ მიზნად დაასახელეს. მათგან 260-ზე მეტმა აღნიშნული წარმატებით შეასრულა 2020 წელს. ზოგადად, 72 ქვეყნის 830 ქალაქის ხელმძღვანელობამ მთავარ მიზნად დაისახა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება მინიმუმ 1 სექტორში (ენერგია, გათბობა და გაგრილება, ტრანსპორტი)”.

ანგარიშში ასევე მოცემულია ინფორმაცია ელექტრომობილების შესახებ: ”შენობებში წიაღისეული საწვავის გამოყენების აკრძალვების შემოღებამ განაპირობა განახლებადი ენერგიის წყაროებით ელექტროფიკაციის ზრდა მსოფლიოს 50-ზე მეტ ქალაქში.

სატრანსპორტო სექტორში დეკარბონიზაციის ხელშესაწყობად, 67 ქალაქმა გამოაცხადა თავისი გარემოსდაცვითი მიზნები პრიორიტეტულად და 249 ქალაქმა შექმნა ან გეგმავს დაბალი ემისიის მქონე ავტომობილების ზონების შექმნას. წიაღისეული საწვავზე მომუშვე ტრანსპორტი აკრძალულია 14 ქალაქში.

მსოფლიოს 10 500 ქალაქმა დასახა მიზანად ნახშირბადის გამონაბოლქვის შემცირება, ხოლო 800 ქალაქმა აიღო ნულოვანი ემისიის პოლიტიკის გატარების ვალდებულება, რაც 8–ჯერ მეტია 2019 წლის მაჩვენებელზე.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply