ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

გასული წლის ივლისიდან მოყოლებული თითქმის 60%-ით გაიაფებული ნავთობის ფასი ვარდნას კვლავ აგრძელებს და მისი ღირებულება ამერიკული ნედლი ნავთობის შემთხვევაში 44-ს ბრენტის ტიპის ნავთობის შემთხვევაში კი 47 დოლარს უტოლდება. ნავთობის ბაზრის გაჯერებისა და ჩინეთის პრობლემების ფონზე გოლდმან საქსი 2016 წლისთვის ნავთობის ფასის წინასწარ დადგენილ პროგნოზს 57-დან 45 დოლარამდე ამცირებს.

ტრეიდერები დიდი ყურადღებით ელოდებიან ფედერალური სარეზერვო ბანკის მოსალოდნელ შეხვედრას, სადაც ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთების აწევის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ ბანკი შეცვლის 2008 წლიდან დადგენილ მონეტარული პოლიტიკის კურსს, მოსალოდნელია დოლარის კიდევ უფრო გამყარება, რასაც ნავთობის იმპორტიორი ქვეყნების მხრიდან მოთხოვნის შემცირება და ნავთობის კიდევ უფრო გაიაფება მოჰყვება.

ანალიტიკოსების ვარაუდით, მსოფლიო ნავთობის ფასის მატებას მინიმუმ 2 წელი არ უნდა ელოდოს. ექსპერტების განცხადებით, ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების უმრავლესობა ფინანსური რესურსის უზრუნველსაყოფად ნავთობის მოპოვების მაჩვენებლებს ყოველდღიურად ზრდის, რაც ბაზრის გაჯერებას იწვევს.  ამასთან, ამერიკის მიერ ბაზრისთვის ახალი ტექნოლოგიებით მოპოვებული ფიქალის გაზის შეთავაზებამ, ის მთავარი იმპორტიორიდან მთავარ ექსპპორტიორად აქცია. ამ ფონზე კი საუდის არაბეთი ბაზარზე საკუთარი წილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და მის ინტერესებში ნავთობის მოპოვების შემცირება ნამდვილად არ შედის.

„ადმირალ მარკეტსის“ ტრეიდერებს და ფორექსით დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ დღევანდელი ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვას. დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირად გამოიყურებიან. ევრო შემცირდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,1296 ნიშნულთან მიმდინარეობს.ემცირდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,5410 ნიშნულთან მიმდინარეობს. დოლარი შემცირდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 119,65 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია: ოქროზე ფასმა დაიკლო 0.04 %-ით და ვაჭრობა 1107.30 ნიშნულთან მიმდინარეობს.  დაიკლო ვერცხლის ფასმა 0.06 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 14.36 ნიშნულთან მიმდინარეობს. ნედლი ნავთობის ფასმა მოიმტა 0.39%-ით და ბარელზე შეადგინა 44.17 დოლარი.

Admiral Market Georgia

Leave a Reply

Menu Title