მინდა, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით გავმიჯნო, ერთი მხრივ, ამ პროცესსა და პროტესტში გულწრფელად ჩართული მოქალაქეები და მეორე მხრივ, ზოგი პოლიტიკურად ანგაჟირებული და ზოგიც, უცხო სახელმწიფოების მიერ წახალისებული და ინსპირირებული მოქალაქეები, რაც საგანგაშოა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ჩვენ ვხედავთ საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული, ენერგეტიკული ომის გამოკვეთილ ნიშნებს.
„იმპორტი მიმდინარეობს, მათ შორის გავზარდეთ წილი იმპორტირებული ელექტროენერგიის, ყოველწლიურად იზრდება მოხმარებაც და შესაბამისად, იმპორტიც იზრდება. აქედან გამომდინარე, უკიდურესად მნიშვნელოვანია, ხელი შევუწყოთ, წავახალისოთ, დიდი, მცირე და მიკროჰესების მშენებლობა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.