“ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანიაში ჰიბრიდულ ომებსაც ვხედავ”

საერთაშორისო საკითხების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ნამახვან ჰესის პროექტის განხორციელების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არასწორად მიიჩნევს.

შარაშენიძე განმარტავს, რომ პროექტზე გაურკვეველი წარმოშობის ლეგენდები უნდა დასრულდეს.

“კითხვის ნიშნები ყველას გვაქვს, თუმცა თუ ეს პროექტი ჩავარდა უნდა ვიფიქროთ რომ ჩავარდება ყველა პროექტი.

გაურკვეველი ლეგენდები რომ ნამახვანჰესი ქუთაისს წალეკავს, ან მიწა სხვას გადაეცემა უნდა დასრულდეს.

კითხვა უნდა დაისვას ვის აწყობს ასეთი პროექტის ჩაშლა. სამწუხაროდ, ამ კამპანიის მიმართ ვხედავ ჰიბრიდულ ომებსაც. მთავრობამ უნდა იმუშაოს რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები”, – განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შეგახსნებთ, რომ კომპანია ENKA-მ დღეს ნამახვანჰესთან დაკავშირებით ფოკუს-სესია გამართა, სადაც განიხილეე პროექტის ამჟამინდელი სტატუსი და გამოწვევები. პრეზენტაციაში მონაწილეობა იღებდნენ საქართველოს საელჩოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციები, არასამთოვრობო სექტორი, მთავრობის წარმომადგენლები და მედია.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply