აფხაზეთში კრიპტოვალუტების მოპოვების აკრძალვა 1 წლით გახანგძლივდა

 1 ივნისამდე მხოლოდ 2 თვე დარჩა – აფხაზეთის მთავრობის მიერ კრიპტოვალუტების მაინინგის აკრძალვა სწორედ ამ დღეს უნდა დასრულებულიყო.

აფხაზურ საზოგადოებაში ამ დღეებში აქტიური დისკუსია გაჩაღდა – რა იქნება სწორი აკრძალვის ვადის გასვლის შემდეგ – გაგრძელება თუ მაინინგის ნებართვის აღდგენა? იმ დროისთვის მეტეოროლოგიური მდგომარეობა გაუმჯობესდება, ენერგომოხმარება შემცირდება, შესაბამისად, კრიპტოვალუტის მოპოვებაც დიდი პრობლემა არ იქნება.

აზრები გაიყო  – მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ენერგოდეფიციტმა დატანჯა, მაინინგის კანონიერების აღდგენაზე საუბარიც კი არ სურს. მათი აზრით კრიპტოვალუტის მოპოვება, რომელმაც აფხაზეთის ენერგოსისტემის დატვირთულობა 20%-ით გაზარდა – უპირობო ბოროტებაა.

თუმცა, არის საწინაამღდეგო მოსაზრებებიც. აფხაზეთში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კრიპტოვალუტების მაინინგში ადგილობრივი საზომებით სერიოზული თანხები ჩადო. მათი დიდი ნაწილი აკრძალვას ყურადღებას არ აქცევს, და ვირტუალური ვალუტის მოპოვებას კვლავაც აგრძელებს. მათ მაინინგის ფერმები მცირე ნაწილებად დაშალეს, რამაც მათი აღმოჩენა საგრძნობლად გაართულა

„ადამიანები გაეშმაკდნენ – სადენებს მიწაში მარხავენ ისე, რომ გარედან არ ჩანს“ – ამბობს სოხუმის მილიციის უფროსი თემურ აისანოვი.

მაინინგის ლეგალიზების მომხრეები კი მიიჩნევენ, რომ კრიპტოვალუტების მოპოვების კანონიერების აღდგენა და ფერმების მხრიდან ელექტროენერგიის საფასურის გადახდა აფხაზეთის ენერგოსისტემის მოდერნიზების შესაძლებლობებს გააჩენს. თუმცა, არავინ იცის, მოინდომებენ თუ არა მაინერები ელექტროენერგიის მოხმარების ანაზღაურებას – ჯერჯერობით, მათ ასეთი სურვილი არ გამოუხატავთ.

აფხაზი ეკონომისტის ახრა არისტავას თქმით, კრიპტოვალუტის მოპოვებას რესპუბლიკისთვის არავითარი სარგებელი არ მოაქვს, მით უმეტეს სიტუაციაში, როდესაც აფხაზეთში ენერგოდეფიციტია, და თვეების მანძილზე ელექტროენერგია რუსეთიდან მოდის.

„ენერგომოხმარება დღე-ღამეში 2-დან 3,5 მლნ. კილოვატ-საათამდე გაიზარდა, და ნორმალური ვითარების აღდგენისთვის არც ენგურჰესის ამუშავება და არც რუსული ენერგიაც კი არაა საკმარისი. სახელმწიფოს ზედმეტი ელექტროენერგია არ გააჩნია. ბუნებრივია, აკრძალვა უნდა გაგრძელდეს, და იმ შორეულ მომავალში, როდესაც კონტროლი ენერგოსისტემაზე აღდგება, სადენებს არალეგალური გაყვანა შეწყდება, მოსახლეობა და ბიზნესი დენის ფულის გადაიხდის – მაშინ უკვე შესაძლებელ იქნება მაინინგის დაკანონებაზე საუბარი. დღეს ეს ნაადრევია’ – მიიჩნევს ის.

საბოლოოდ დებატები 31 მარტს საღამოს დასრულდა – აფხაზეთის მთავრობამ მაინინგის აკრძალვა 1 წლით, 31 მარტამდე გაახანგძლივა.

წყარო: “კომერსანტი”

Leave a Reply

Menu Title