კრიპტოვალუტა – ცუდი ბიზნესი და ეკოლოგიური კატასტროფა

Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ეკონომისტი დამბის დი მაიო ამტკიცებს, რომ ბიზნესლიდერებმა ბიტკოინში ფული უნდა ჩადონ და ამის სასარგებლოდ 3 არგუმენტს ასახელებს – პირველი – ბიტკოინი კომპანიის რისკების შემცირების საშუალებაა, მეორე – კრიპტოვალუტა განვითარებად ქვეყნებში ბიზნესის წარმოებას ამარტივებს, მესამე – ციფრულ ვალუტებს დიდი მომავალი აქვთ.

რამდენად მართალია თავის შეფასებებში დი მაიო? განვიხილოთ მისი არგუმენტები პუნქტებად.

ჯერ ერთი, გაუგებარია კრიპტოვალუტას ბიზნეს-რისკების შემცირება როგორ შეუძლია, თანაც მაშინ, როდესაც ბიტკოინის კურსი მუდმივად მერყეობს, თავად კრიპტოვალუტები კი უზარმაზარ საპნის ბუშტს წარმოადგენენ.

რა თქმა უნდა, მოკლევადიან პერიოდში ვირტუალური ფულის შეძენა შესაძლოა მართლაც მომგებიანი იყოს,  თუმცა, სტრატეგიულად ეს გაცილებით მეტი დანაკარგების რისკს შეიცავს.

მეორე – ასევე არასერიოზულია არგუმენტი, რომ ციფრული ფული განვითარებად ქვეყნებში ბიზნეს საქმიანობას ამარტივებს. მართალია, კრიპტოვალუტა დეცენტრალიზებულია და მთავრობების მხრიდან ჭარბი ემისიის კუთხით ის უსაფრთხოა, მაგრამ ემისია არ არის ფინანსური სტაბილურობისთვის ერთადერთი საფრთხე. და ისევ გასათვალისწინებელია ბიტკოინის კურსის საოცარი მერყეობა.

დი მაიო ასევე მიიჩნევს, რომ ბიტკოინი ღარიბ ქვეყნებში ფულად ტრანზაქციებს გაამარტივებს, თუმცა, ავიწყდება, რომ ბიტკოინის ტრანზაქციები ძალიან შეზღუდულია – როდესაც საუბარია შედარებით მცირე თანხებზე, ეს პრობლემა არაა, მაგრამ როგორც კი საქმე დიდ ფულს შეეხება, აღმოჩნდება, რომ ბიტკოინის ბლოკი წამში 7 ტრანზაქციას ახორციელებს, ხოლო Visa –  საშუალოდ 1700-ს.

ბიტკოინი უბრალოდ ზედმეტად არაეფექტურია იმისთვის, რომ მასობრივი ანგარიშსწორების საშუალება გახდეს.

მაგრამ ეს ყველაფერი მეორე ხარისხოვანია – ყველა ამ პრობლემის ეტაპობრივად გადაწყვეტა შესაძლებელია. მთავარი კი არის კითხვა – არის თუ არა ბიტკოინი ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურის ავანგარდი, რომელიც ინგორირებაც ბრძენი ინვესტორების მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა.

არა, იმიტომ რომ ნებისმიერი კრიპტოვალუტის მთავარი პრობლემა არის მისი წარმოებისთვის საჭირო ელექტროენეგრიის წარმოუდგენელი რაოდენობა. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ბუნების დაცვის საკითხებზეა კონცენტრირებული, ვალუტა, რომლის  შექმნა ნახშირის, ნავთობპროდუქტების და გაზის მოხმარებას ზრდის, პროგრესულ მოვლენად ვერაფრით ვერ ჩაითვლება.

კემბრიჯის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ბიტკოინის მაინინგზე წელიწადში 139,15 ტერავატი-საათში ელექტროენერგია იხარჯება, რაც მეტია, ვიდრე, მაგალითად, ისეთი, არც თუ ისე პატარა, თითქის 45-მილიონიანი ქვეყნის როგორც არგენტინა წლიური მოხმარებაა.

და ეს მხოლოდ ბიტკოინს ეხება, სხვა კრიპტოვალუტების მაინინგის ღირებულება ჯერ დათვლილი არაა.

ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, კრიპტოვალუტა – ნამდვილი ეკოლოგიური კატასტროფაა.

2021 წლის 29 მარტის მონაცემებით, CoinMarketCap-ზე დარეგისტრირებულია 4490 კრიპტოვალუტა,  მათ შორის კაპიტალიზაციით პირველია ბიტკოინი (1,08 ტრლნ. დოლარი). სხვების ღირებულება ნაკლებია, თუმცა, ასევე ძალიან მაღალია. მაგალითად, ეთერიუმის კაპიტალიზაცია 204 მლრდ. დოლარია.

რომ შევაჯამოთ კრიპტოვალუტა ძალიან სარისკო და ეკოლოგიურად არასასურველი დაბანდებაა. ის არ წყვეტს არც ერთ ეკონომიკურ პრობლემას, არ ქმნის სამუშაო ადგილებს, არაფერსიხდის ბიუჯეტში. ის ასევე დანაზოგების შექმნის საშუალებაც ვერ გამოდგება.

რაც უფრო მალე ჩაბარდება კრიპტოვალუტა ისტორიას – მით უკეთესი იქნება ყველასთვის.

წყარო: “კომერსანტი”


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply