აზერბაიჯანი მზის ელექტროსადგურს ააშენებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას 230 მვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის მშენებლობის საპილოტე პროექტის განხორციელებაზე.

განკარგულების თანახმად, მინისტრთა კაბინეტს დაევალა განახორციელოს შესაბამისი ქმედებები და აზერბაიჯანის მთავრობის სახელით ხელმოწერილი შეთანხმებები პრეზიდენტს წარუდგინოს დასამტკიცებლად.

ფინანსთა და ენერგეტიკის სამინისტროებს დაევალათ უზრუნველყონ “ინვესტიციის ხელშეკრულებითა” და “ენერგიის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით” გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ქმედებების განხორციელება.

ამასთან, უნდა იქნას მიღებული ზომები ენერგეტიკის სამინისტროსთვის მუდმივი სარგებლობის პირობით, ბაქოსა და აბშერონის რეგიონების ადმინისტრაციულ ტერიტორიებზე სახელმწიფო მიწის იჯარით გადაცემაზეც, სადაც 230 მვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგური აშენდება.

როგორც ცნობილია, 2020 წლის იანვარში აზერბაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროსა და მასდარს (არაბთა გაერთიანებულ საემიროები) შორის გაფორმდა ხელშეკრულება მზის ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მზის სადგური, რომელსაც მასდარი ააშენებს, ბაქოდან სამხრეთ-დასავლეთით 75 კმ-ში მდებარეობს. სადგურის მშენებლობას დაახლოებით ორი წელი დასჭირდება. პროექტში ჩადებული ინვესტიციები 100 მილიონ დოლარამდეა შეფასებული.

ნინო სამადაშვილი


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply