BAG: წიაღით სარგებლობის მარეგულირებელი ნორმები სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას უნდა ემსახურებოდეს

აქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ პრობლემურ საკითხებზე იმსჯელეს, რომელშიც ასოციაციის წევრი უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე გამოიკვეთა ის სისუსტეები, რომელიც დღეს წიაღის სექტორში ინვესტიციების მოზიდვის შემაფერხებელი გარემოებებია. აღინიშნა, რომ რეგულაციების სათანადო ცვლილების პირობებში ინდუსტრიას შუძლია ეკონომიკური აღდგენისთვის მნიშვნელოვანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და სხვა.

გარემოს დაცვის კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრმა კომპანიებმა ისაუბრეს კონკრეტულ პრობლემებზე, მათ შორის, რეგულირების საფასურის არსებული სახით მიზანშეწონილობაზე, წიაღის მოსაკრებლის გამოთვლის წესზე, მარაგების კომისიასთან დაკავშირებულ პრობლემატიკაზე, სამთო მინაკუთვნისა და კერძო საკუთრების პრობლემებზე. საბოლოოდ, კომპანიის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ მოამზადებენ იმ პრობლემების სრულ სიას, რომელთა რეფორმაც უახლოეს პერიოდში აუცილებელი იქნება სწრაფი ეკონომიკური ეფექტის მისაღებად.

”საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ბოლო პერიოდია აქტიურად მუშაობს იმ სექტორებთან, რომელთა საინვესტიციო აქტივობამ შესაძლოა დადებითი ეკონომიკური ეფექტი მოგვიტანოს ძალიან მოკლე ვადებში. ერთ-ერთი ასეთი მიმართულება წიაღის სექტორია, სადაც, მართალია, უკვე არსებობს კონკრეტული ხედვა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წიაღის სექტორის განვითარების სტრატეგიის სახით, თუმცა 2019 წლის შემდეგ სტრატეგიის იმპლემენტაციის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. შესაბამისად, ჩვენი საერთო მიზანია, ამ სექტორში მოღვაწე კომპანიების აქტიური ჩართულობით დავიწყოთ აქტიური პროცესი, რომელიც დააჩქარებს რეფორმას და სექტორის საინვესტიციო მიმზიდველობას მნიშვნელოვნად გაზრდის“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply