ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

აშშ-ში მარაგების შემცირების ფონზე, ნავთობი ძვირდება

2021 წლის  6  აპრილის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  62,74 (+  0,59) დოლარი/ბარელზე.

ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  59,33 (+ 0,68)  დოლარი/ბარელზე.

API– ს მონაცემებით, გასულ კვირას აშშ–ს ნავთობის მარაგები 2.62 მლნ ბარელით შემცირდა, მაშინ როდესაც საპროგნოზო შემცირება 1.33 მლნ. იყო. აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ოფიციალური მონაცემები გამოქვეყნდება საღამოს. ანალიტიკოსები ელიან, რომ სააგენტო განაცხადებს მარაგების 1,44 მილიონი ბარელით შემცირების შესახებ.

ამასთან, მსოფლიოში ეკონომიკური აქტივობის აღდგენასთან დაკავშირებით, საბაზრო ოპტიმიზმის ზოგადი ზრდა და სარისკო აქტივებზე გაზრდილი მოთხოვნა ხელს უწყობს ნავთობის ფასის მატებას. ინვესტორები ელიან გლობალური ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას 2021 წელს, რასაც მხარს უჭერს ბოლოდროინდელი სტატისტიკა, განსაკუთრებით შეერთებული შტატებში.

”ჩვენ გარკვეულ წონასწორობას მივაღწიეთ, ბაზარი შუალედურ მდგომარეობაშია. ზრდის შესანარჩუნებლად, ჩვენ უნდა დავინახოთ ეკონომიკის ზრდა და შესაბამისად, ენერგიაზე მოთხოვნაც კვლავ იზრდება, ”- განუცხადა “ბლუმბერგს”, Confluence Investment Management-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ბილ ო’გრეიდმა.

ნინო სამადაშვილი


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply