ენერგიის განახლებადი წყაროები გერმანიაში

განახლებადი ენერგიის ლიდერები აშშ და ჩინეთი არიან

განახლებადი ენერგიის საერთაშორისო სააგენტო Irena-ს თანახმად, გასულ წელს, ჩინეთსა და აშშ-ში ინვესტიციების წყალობით, განახლებადი ენერგიის რეკორდული რაოდენობის სიმძლავრეები შეიქმნა.

აბუ დაბიში დაფუძნებული Irena ამბობს, რომ განახლებადი ენერგიის წყაროები,  ძირითადად ქარისა და მზის ენერგიის სახით, 2020 წელს ელექტროენერგიის ახალი სიმძლავრეების 82%-ს შეადგენდა. ჩინეთმა არსებულ სიმძლავრეებს 136 გიგავატი დაამატა, რაც ესპანეთის ელექტროენერგიის მთლიან წარმოებას უტოლდება.

”ეს ციფრები შესანიშნავ ამბავს მოგვითხრობს. მიუხედავად რთული პერიოდისა, როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, 2020 წელი განახლებადი ენერგიის წყაროების ათწლეულის დასაწყისია. ხარჯები ეცემა, მწვანე ტექნოლოგიური ბაზრები იზრდება. ენერგიის გამოყენების ტრანზიციის სარგებელი აქამდე ასეთი ნათელი არასდროს ყოფილა”,- ამბობს Irena-ს გენერალური დირექტორი, ფრანჩესკო ლა კამერი

მიუხედავად ამისა, ანგარიშის მიხედვით, განახლებადი ენერგიის წყაროები კვლავ ჩამორჩება ელექტროენერგიის წარმოების უფრო დამაბინძურებელ ფორმებს, მათი წილი მთლიან სიმძლავრეში 2019 წლიდან ორი პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 36.6% შეადგინა.

ორგანიზაციამ განაცხადა, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. Irena-ს ანგარიში ამბობს, რომ კლიმატის ცვლილების ყველაზე უარყოფითი შედეგების შესამცირებლად დეკარბონიზაცია, 2050 წლისთვის განახლებადი ენერგიის 10-ჯერ გაფართოებას საჭიროებს, რაც წელიწადში $ 4,4 ტრილიონის ინვესტიციას უდრის.

ანგარიშის თანახმად, ჩინეთმა, რომელიც სუფთა ენერგიის უდიდესი ბაზარი და ამავდროულად, მსოფლიოში ყველაზე დიდი დამაბინძურებელია, 2020 წელს 72 გვტ ქარის ენერგია და 49 გვტ მზის ენერგია შექმნა. შეერთებულმა შტატებმა განახლებადი ენერგიის 29 გვტ სიმძლავრე დააინსტალირა, თითქმის 80%-ით მეტი ვიდრე 2019 წელს.

განახლებადი ენერგიის სიმძლავრეების ზრდის პარალელურად, ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკაში და ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და თურქეთი, წიაღისეული საწვავის ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა. ნავთობპროდუქტების საწვავის ჯამური დამატება წინა წელს 64 გვტ-დან 60 გვტ-მდე დაეცა.

ამასთან, 2020 წელს, განახლებადი ენერგიის სიმძლავრეები 260 გვტ-ით გაიზარდა 2,799 გვტ-მდე, ანუ 10,3%-ით. მზის ენერგიამ შეადგინა დამატებების 49%.

ჰიდროენერგეტიკა განახლებადი სიმძლავრის 43%-ს შეადგენს, თუმცა ის 2020 წელს მხოლოდ 2%-ით, ანუ 20 გვტ-ით გაიზარდა.

წყარო: “ბინზესფორმულა”


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply