Tesla-ს პირველი კვარტალის მოსალოდნელზე უკეთესი მიწოდების მონაცემები, ნახევარგამტარების ნაკლებობის ფონზე, რომელიც ავტო ინდუსტრიას პრობლემებს უქმნის, კიდევ უფრო გამორჩეული ხდება.
Tesla-ს აქციების ფასი, ნიუ-იორკში 7%-ით გაიზარდა, რითაც კომპანიამ მისი წლიური დანაკარგები შეავსო. ასევე გაიზარდა ელექტრომობილებთან დაკავშირებული სხვა კომპანიების აქციების ღირებულებაც, მაგალითად როგორიცაა Nio, XPeng-ი და Li Auto, ასევე hargePoint Holdings-ი და Beam Global-ი.
ასევე კარგად იმოქმედა, გასულ კვირას გავრცელებულმა ამბავმა, რომ ინფრასტრუქტურის ახალი კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ეკუთვნის, ელექტრომობილების წინ წამოწევას ითვალისწინებს. ეს და Tesla-ს მოულოდნელი მონაცემები, ინდუსტრიის ამ ნაწილის მიმართ ინვესტორების ენთუზიაზმს ზრდის. ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიურმა აქციებმა ცოტა ხნის წინ, მასობრივი ამოყიდვა და ვარდნა განიცადა.
Tesla-მ პარასკევს განაცხადა, რომ მან პირველ კვარტალში 184 800 მანქანა აწარმოა, რაც ანალიტიკოსების საშუალო შეფასებას, 169 850-ს, აჭარბებს.