ალექსანდრე თვალჭრელიძე: “რიონის ხეობაში ურანის საბადოს არსებობის ალბათობა არის ნულის ტოლი”

ბოლო პერიოდში Facebook სივრცეში აქტიურად ვრცელდებოდა ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის საუბრობდა რიონის ხეობაში არსებული ურანის, სპილენძის, ოქროს და სხვა წიაღისეულის დიდი მარაგების შესახებ და ირწმუნებოდა, რომ ინვესტორი თუქეთიდან თუ ჰესის მშენებლობის დროს აღმოაჩენდა ოქროს, ურანის თუ სხვა წიაღისეულის საბადოს, მას უფლება ექნებოდა მათი ლიცენზიის გარეშე მოპოვებისა და გაყიდვისს. ხსენებულ პოსტზე უამრავ მომხმარებელს საკმაოდ მძაფრი რეაქცია ჰქონდა და ძალიან ბევრმა ისიც აღნიშნა, თუ რამდენად მდიდარია საქართველო სასრგებლო წიაღისეულით, რომლის სათანადოდ ათვისება და გამოყენება არ ხდება.

ხსენებულ საკითხზე „ენერგონიუსი“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსს, გეოლოგს –  ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

მეცნიერის განცხადებით, პირველ რიგში, ზოგადად საბადოები არ არსებობს მხოლოდ ურან-238-ის, ისინი გვხვდება ურანის იზოტოპების – ურან-238-ისა და ურან-235-ის  ნარევის სახით, ხოლო ხსენებულ რეგიონში მსგავსი ტიპის საბადოს არსებობის ალბათობა არის ნულის ტოლი. ზოგადად, ურანის საბადოები მსოფლიოში არის 12 ტიპის და ყველა განლაგებულია ბაქნებზე. მაგ: ჩეხური საბადოები – ჩეხეთის მასივში; ყაზახური საბადოები – ყაზახეთში; ავსტრალიაში, მათ შორის უნიკალური საბადო ოლიმპიკზე – ყველაზე დიდი საბადო მსოფლიოში, რომელიც წარმოიშვა მეტეორიტის დაცემის შედეგად, მის მიერ წარმოქმნილ ძაბრში.

ალექსანდრე თვალჭრელიძის მტკიცებით, ხსენებულ კითხვაზე პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – “საქართველოში ურანს ვერ აღმოაჩენთ და ეს მგონი ძალიან კარგია”.

მეცნიერმა ასევე უპასუხა სხვა წიაღისეულის, როგორიცაა ბარიტი და კალციტი, სპილენძი, დიდი მარაგების არსებობის შესახებ კითხვასაც და განაცხადა, რომ მას ჰესების მშენებლობის ზოგიერთი მოწინააღმდეგისგან განსხვავებით, აღნიშნული საკითხი დეტალურად აქვს შესწავლილი და რაც მან იხილა GPS ნიშნულებით, “წყალსაცავებთან არსებულ დაცულ მეორე სანიტარულ ზონასთან არანაირი მადანანგამოვლინებას არ აქვს ადგილი”.

ნინო სამადაშვილი


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply