EIA გაასაჯაროვა აზერბაიჯანში ნავთობის მოპოვების პირველი კვარტალის პროგნოზი

აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციამ (EIA) 2021 წლის პირველი კვარტლისთვის აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური  მოპოვების პროგნოზი არ შეცვალა.

EIA-ს ახალი პროგნოზის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ქვეყანაში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება  750 ათასი ბარელია დღე/ღამეში დაგეგმილი. ეს   მარტის თვის პროგნოზის ანალოგიურია.

ასევე, ეს პროგნოზი 20 ათასი ბარელით ანუ 2.6% -ით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის პირველი კვარტლის მაჩვენებლები. 2020 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებელი 60 ათასი ბარელით მეტია ანუ 8,7% -ით.

პროგნოზირებულია, რომ აზერბაიჯანში ნავთობის საშუალო დღიური მოპოვება 2021 წელს იქნება 750 ათასი ბარელი. წინა პროგნოზით  ეს მაჩვენებელი 770 ათას ბარელს შეადგენდა.

Leave a Reply

Menu Title