ჩინეთმა წლის დასაწყისში ნავთობისა და გაზის იმპორტი გაზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2021 წლის პირველ კვარტალში ჩინეთმა გაზარდა ნავთობის იმპორტი 9.5% -ით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბუნებრივი აირი – 19,6% -ით, ხოლო ნახშირის იმპორტი 28,5% -ით შემცირდა.

მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეებში  ჩინეთმა 139,2 მილიონი ტონა ნავთობის იმპორტი განახორციელა. ღირებულების თვალსაზრისით, საზღვარგარეთ ნედლი ნავთობის შეძენა ჩინეთს 

56.6 მილიარდი დოლარი დაუჯდა, რაც 3.9% ნაკლებია გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით.

მარტის თვეში  ჩინეთმა 22,21 მილიარდ დოლარად შემოიტანა 49,65 მილიონი ტონა ნავთობი.

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ჩინეთში ბუნებრივი გაზის იმპორტმა შეადგინა 29,38 მლნ ტონა 10,3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულებით (ფასის მიხედვით – 7,3% -ით გაიზარდა გასული წლის იანვარ-მარტთან შედარებით).

Leave a Reply

Menu Title