Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 40 დოლარზე რჩება

OPEC-მა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი გააუმჯობესა

“ნავთობპროდუტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, OPEC-მა სამშაბათს გამოაქვეყნა ყოველთვიური ანგარიში სანავთობო ბაზრის შესახებ, რომელშიც ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი გაიზარდა მარტის თვის ანგარიშთან შედარებით 100 ათასი ბარელით/დღე-ღამეში.

OPEC-ის ექსპერტთა აზრით, პანდემიასთან ბრძოლაში მიღწეული წარმატებები და მთელი რიგი ქვეყნების მასტიმულირებელი პოლიტიკა დადებითად აისახება მსოფლიო ეკონომიკის მდგრად აღდგენაზე.

OPEC-ის ანგარიშის თანახმად, 2021 წელს მსოფლიო მოთხოვნილება ნავთობზე მიაღწევს 96,5 მილიონ ბარელს/დღე-ღამეში, რაც 6 მილიონით მეტია გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით. წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მთელ მსოფლიოში მსოფლიოში ეკონომიკის უფრო ინტენსიური აღდგენა, რაცახდენს ნავთობზე შემდგომი მოთხოვნილების სტიმულირებას.

ანგარიშის ავტორების აზრით, სხვადასხვა ქვეყნებში მოსახლეობის ვაქცინაციის შედეგად, შემცირდება ეკონომიკური განვითარების შემაფერხებელი ფაქტორების გავლენა. გარდა ამისა, მსოფლიოს მრავალი ეკონომიკა ახდენს სტიმულირებას უპრეცედენტო მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს  წლის მეორე ნახევარში აღდგენის ტენდენციის მხარდაჭერას.

ამასთან, ევროპის ქვეყნებში ინფექციების ახალი აფეთქების გამო, რამაც გამოიწვია შემაკავებელი ზომების გამკაცრება, ასევე პირველ კვარტალში ნავთობზე მცირე მოთხოვნილების გამო იმ ქვეყნებში, რომლებიც არ არიან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის წევრები, OPEC-ის ანგარიშში შემცირებულ იქნა ნავთობზე მსოფლიო მოთხოვნილების პროგნოზი წლის პირველ ნახევარში.

OPEC-ის ექსპერტთა აზრით, თუ წლის მეორე ნახევარში ეპიდემია ეფექტურად გაკონტროლდება, 2021 წელს მსოფლიო ეკონომიკის ზრდა დაჩქარდება ადრე პროგნოზირებად 5,1 პროცენტთან შედარებით  5,4 პროცენტამდე.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply