“ის კვლევები, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ „ნამახვანჰესის” პროექტი იმ ფორმით, როგორც იგეგმებოდა”

ის კვლევები, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ „ნამახვანჰესის” პროექტი იმ ფორმით, როგორც იგეგმებოდა,- ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

როგორც ლომინაძე განმარტავს, „ნამახვანჰესის” საკითხზე, სრული მზადყოფნაა კომპეტენტურ გუნდთან და ექსპერტების ჩართულობით, მომზადებული დასკვნები გადაიხედოს.

„იმედი მაქვს, რომ ის ხალხი ვინც ვსაუბრობთ ერთ ენაზე, ერთი დღის წესრიგით, რომელიც, არის ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის, გამოვნახავთ საერთო ენას. მივალთ იმ საერთო კონსენსუსამდე, რომელიც აუცილებელია, რათა მსგავსი მასშტაბის პროექტი განხორციელდეს საქართველოში.

რაც შეეხება კვლევებსა და ანგარიშებს, რომელიც მომზადებულია, ჩვენ გავუზიარეთ სახელმწიფო უწყებებს. ჩვენ მზად ვართ, კომპეტენტურ გუნდთან ერთად კიდევ ერთხელ, გვიაროთ ეს დასკვნები, შესაბამისი სპეციალისტების ჩართულობით.

ის კვლევები, რომელიც ჩვენს ხელთ არის, გვაძლევს იმის საშუალებას, რომ განვახორციელოთ ეს პროექტი იმ ფორმით, როგორც იგეგმებოდა. ამასთან დაკავშირებით არსებობს, როგორც სეისმოლოგიური, გარემოსდაცვითი და სხვა დასკვნები.

მივიღეთ გადაწყეტილება შეგვეჩერებინა „ნამახვანჰესის” პროექტის ძირითადი ნაწილი, სანამ ამ კვლევების ვალიდაცია არ მოხდება.

დარწმუნებული ვარ იქნება განსხვავებული მოსაზრებები, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს იმ დასკვენებს, რომელიც ჩვენ გვაქვს.

ძალიან კომპლექსური საკითხია, ამიტომ მივიღეთ 12 – თვიანი გადავადების გადაწყვეტილება კაშხლის მშენებლობის, რათა საკმარისი დრო იყოს, ყველა სპეციალისტის ჯეროვანი ჩართულობისთვის.

მსგავსი მასშტაბის პროექტი საქართველოში დამოუკიდებლობის დღიდან არ განხორციელებულა. შესაბამისად, საზოგადოების ჩართულობა კარგია”,- განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ცნობისთვის, ამ წუთებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და “ნამახვანჰესის“ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ლომინაძე, სამუშაო შეხვედრას “ნამახვანჰესის” პროექტთან დაკავშირებით პროფილურ ექსპერტებთან მართავენ.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply