“ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში კომპანია, ქონების გადასახადის სახით, დაახლოებით, 120 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის

“ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში კომპანია, მხოლოდ ქონების გადასახადის სახით, ოპერირების განმავლობაში დაახლოებით 120 მილიონ აშშ დოლარს გადაიხდის” – ამის შესახებ ინფორმაციას ვებ-პლატფორმა “ენერგომომავალი” ავრცელებს.

ელშეკრულების თანახმად, ინვესტორი გათავისუფლებულია ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულებისაგან მხოლოდ იმ მიწის ნაკვეთებთან მიმართებით, რომლებიც გამოიყენება გზების მშენებლობისათვის.

გზა წარმოადგენს საერთო სარგებლობის სიკეთეს, რომელიც მშენებლობის დასრულებისთანავე უსასყიდლოდ დაუბრუნდება სახელმწიფოს.

ყველა სხვა შემთხვევაში ინვესტორი იხდის კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply