გარემოს დაბინძურების შედეგად ყოველწლიურად 430 ათასი ევროპელი იღუპება

ბიზნესი გარემოსდაცვითი ვალდებულებების გადავადებას ითხოვს

მსხვილი საწარმოები ახალი გარემოსდაცვითი ვალდებულებების გადავადებას კიდევ ერთხელ ითხოვენ. საუბარია რეგულაციაზე, რომლის მიხედვითაც 1-ელ ივნისამდე საწარმოებს ჰაერის მონიტორინგის სისტემების დამონტაჟება მოუწევთ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს რუსთავში კომპანიებსა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც საწარმოებში განმარტავენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მათ შესაბამისი რეგლამენტი ცოტახნის წინ მიაწოდა და ისინი მოცემულ ვადებში ახალი მოწყობილობების მონტაჟს ვერ მოასწრებენ. ამასთან, ბიზნესი ამბობს, რომ აღნიშნული რეგულაციის შესრულება საკმაოდ დიდ ფინანსურ რესურსებთანაა დაკავშირებული.

„ყველა საწარმოს თხოვნაა, რომ გადავადდეს ეს რეგულაციები რამდენიმე თვით, რადგან შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი სულ ცოტახნის წინ მივიღეთ. თითო დანადგარი 45 ათასი ევრო ღირს და ამხელა ინვესტიციას ვერ გავაკეთებდით მაშინ, როდესაც არ ვიცოდით კონკრეტული პარამეტრები. ახლა, კი დრო ძალიან ცოტა რჩება ივნისამდე“,- განაცხადა ფეროშენადნობთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ნუგზარ კევლიშვილმა „ბიზნეს ფორმულასთან“ საუბარში.

თავის მხრივ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ კომპანიებს მოსამზადებლად საკმარისი დრო ჰქონდათ და რეგულაციის გადავადება არ იგეგმება.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა გარემოსდაცვით ვალდებულებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი უკვე დაამტკიცა. ახალ მოთხოვნებს შორისაა რეგულაციაც, რომლის მიხედვითაც საწარმოებს ჰაერის დაბინძურების გაკონტროლების ვალდებულება ექნებათ.

წყარო: „ბიზნეს ფორმულა“


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply