„ენერგოსისტემის ეფექტურობის შენარჩუნებას, მარეგულირებელი ჰესების ინფრასტრუქტურით შევძლებთ“

„კარგია,  რომ საქართველოს ენერგოსისტემა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ენერგოსისტემაა სამეზობლოში, თუნდაც იგივე რუსეთთან შედარებით. საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება არ იცის, მაგრამ ფაქტია, თბილისელი და მოსკოველი, ელექტროენერგიის ერთი და იგივე ტარიფს იხდის“, – ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

„ჩვენი მოხმარების 7 % საკმაოდ ძვირი იმპორტირებული ენერგიით ივსება. არ არის იაფი თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიაც, რომელიც თავისი შინაარსით ასევე იმპორტის შედეგია, რამდენადაც იმპორტირებული ბუნებრივი აირის საშუალებით იწარმოება. მხოლოდ ჰიდრორესურსია შედარებით იაფი.

ერთი შეხედვით, რადგან იგივე რუსეთს ეს ნედლეული მთლიანად საკუთარი აქვს და შესაბამისად, გაცილებით იაფი რესურსით აწარმოებს ელექტროენერგიას, უნდა ვიფიქროთ, რომ მისი ღირებულება რუსი მომხმარებლისთვის, გაცილებით იაფი უნდა იყოს, ვიდრე ეს ჩვენთან არის. მაგრამ რეალურად დენის ღირებულება ერთნაირია და ფასთა ეს თანაბრობა სწორედ იმის ხარჯზე მიიღწევა, რომ  ჩვენი სისტემა გამართული და მდგრადია და გამომუშავებულ და იმპორტირებულ ენერგიას პრაქტიკულად 100 %-ით აწვდის მომხმარებელს. მხოლოდ მცირე ტექნიკურ დანაკარგს აქვს ადგილი. მაშინ როცა, რუსეთში კომერციული ელექტროენერგიის მხოლოდ 65% მიდის მომხმარებლამდე. დანარჩენი 35 % დანაკარგია“, – განმარტა ნოღაიდელმა.

მისი თქმით, სისტემის ეს ეფექტურობა, ჩვენი უპირატესობაადა ჩვენ ის აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ.

„ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ სისტემის ეფექტურობის მდგრადობას არაფერი დაემუქროს.  სისტემის ამ მაღალმანევრულობას უზრუნველყოფს სწორედ ის რამდენიმე მსხვილი ჰიდროელექტროსადგური, რომელთა წყალსაცავების წყალობითაც ჩვენ შეგვიძლია ვაწარმოოთ ზუსტად იმდენი ელექტროენერგია, რამდენიც ამა თუ იმ მომენტში გვჭირდება. იგივე რუსეთის სისტემას რომ შევადაროთ, იქ, იმისთვის, რომ მომხმარებელს მიაწოდონ, მაგალითად,  650 მეგავატი, უნდა აწარმოოს 1000 მეგავატი“, – დააზუსტა ნოღაიდელმა.

მისი განცხადებით, მომავალშიც, თუ ჩვენი მიზანი იქნებაიგივე ეფექტურობის შენარჩუნება, აუცილებლად დაგვჭირდება მსხვილი, მარეგულირებელი, ჰიდროელექტროსადგურების ინფრასტრუქტურის განვითარება.

„რა თქმა უნდა საქართველოში უნდა აშენდეს რაც შეიძლება მეტი ქარის და მზის ელექტროსადგურები, მაგრამ ეფექტურობის შესანაჩუნებლად, აუცილებელია მარეგულირებელი ჰიდროსადგურების განვითარება. სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ და დააბალანსონ გაზრდილი მოთხოვნის ეფექტურად და უდანაკარგოდ დაკმაყოფილების ამოცანა. სხვათა შორის, ამაზეა დამოკიდებული, ასევე,  ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფის მოცულობაც“, – განაცხადა ნოღაიდელმა.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply