აზერბაიჯანი სომხეთისგან ატომური ელექტროსადგურის გაჩერებას მოითხოვს

აზერბაიჯანი სომხეთისგან მეწამორის ატომური ელექტროსადგურის გაჩერებას მოითხოვს. ამის შესახებ Report.az იუწყება.

„მეწამორის ატომური ელექტროსადგური 1970-1980-იან წლებში აშენდა ისეთივე ტექნოლოგიებით, როგორითაც აშენდა ჩერნობილის ატომური ელქტროსადგური. ის განთავსებულია აქტიურ სეისმურ ზონაში. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია ამ ობიექტს რეგიონისთვის საშიშს უწოდებს. მეწამორის ატომური სადგური მუშაობას განაგრძობს, მიუხედავად იმისა რომ მისი ექსპლუატაციის ვადა ამოიწურა“ – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინსიტროში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს ევროკავშირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სომხეთს, რომ მეწამორის ატომური ელექტროსადგურის მოდერნიზება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეუძლებელია. ბაქო მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ ამ საკითხს მეტი ყურადღება მიაქციონ და მეწამორის ელექტროსადგურის დასახურავად მობილიზება მოახდინონ.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს განცხადება ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი კატასტროფიდან 35-წლისთავთან დაკავშირებით გააკეთა.

ცნობისთვის 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე (იმ დროისთვის — უკრაინის სსრ) მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ენერგობლოკზე ავარია მოხდა. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა და ეკონომიკური ზიანით.

Leave a Reply

Menu Title