Ethereum-ის ფასი ახალ რეკორდულ ნიშნულზეა

დღეს ციფრული ვალუტა Ethereum-ის ფასი, მისი არსებობის ისტორიაში $3 000 ასცდა. ამის შესახებ reuters წერს.

2021 წლის დასაწყისიდან, მისი ფასი 325%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტა Bitcoin-ის ფასი წელს 95%-ით გაიზარდა.

ინვესტორები მიიჩნევენ, რომ მომავლის დეცენტრალიზებულ ფინანსურ სისტემაში, Ethereum-ს Bitcoin-ზე ფართო გამოყენება ექნება. რაც ამ კრიპტოვალუტაზე მოთხოვნის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს.

ამ მომენტისთვის, Ethereum-ის ფასი $3 153 შეადგენს. $58 669 ღირს Bitcoin-ი.


Notice: Undefined index: tie_hide_share in /home/energynews/public_html/wp-content/themes/jarida/single.php on line 65

Leave a Reply