Tesla თავის ბიტკოინ-აქტივებს ყიდის

ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი ბიტკოინ-აქტივების სრულად გაყიდვას არ გამორიცხავს. მეტიც, მასკი ამბობს, რომ კომპანიამ ამ აქტივების გაყიდვა უკვე დაიწყო. ამის შესახებ მან ტვიტზე დაწერა, რომლითაც მიკრობლოგის ერთ-ერთ მომხმარებელს უპასუხა.

CryptoWhale სახელით დარეგისტრირებული მომხმარებელი წერს, რომ მომდევნო კვარტალში ბიტკოინის მფლობელებს გააწბილებს ის ამბავი, რომ Tesla-მ თავისი ბიტკოინის აქტივები გაყიდა. ამაზე მასკმა უპასუხა, რომ „ნამდვილად ასეა“.

გასულ კვირას ილონ მასკმა განაცხადა, რომ Tesla-მ ბიტკოინებზე საკუთარი პროდუქციის რეალიზება შეაჩერა, მიზეზად კი ამ კრიპტოვალუტის არაეკოლოგიური გზით მოპოვება დაასახელა.

წლის დასაწყისში Tesla-მ 1,5 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჩადო ბიტკოინში და თავისი პროდქუციის საფასურად ანაზღაურების საშუალებადაც გამოაცხადა. თუმცა მოგვიანებით ილონ მასკმა ბიტკოინებში Tesla-ს ინვესტირებას „უპასუხისმგებლობა“ უწოდა.

Leave a Reply