G20–ის ქვეყნები განახლებადი ენერგიისთვის სახსრებს გამოყოფენ

COVID-19 პანდემიის დაწყებიდან, 2020 წლის დასაწყისში, G20–ის ქვეყნების მთავრობებმა მინიმუმ 648.60 მილიარდი დოლარი გაიღეს ენერგეტიკის სხვადასხვა დარგების მხარდასაჭერად, ნათქვამია მოხსენებაში, რომელსაცა Energy Policy Tracker აქვეყნებს.

G20–ის ქვეყნებმა მინიმუმ 293.1 მილიარდი დოლარი გამოყვეს წიაღისეული საწვავისთვის (63,93 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე), საიდანაც 213,09 მილიარდი დოლარი მოდის ნავთობსა და გაზზე, ხოლო 43,70 მილიარდი დოლარი – ნახშირზე.

246,06 მილიარდი დოლარი გამოიყო სუფთა განახლებადი ენერგიების განვითარებისთვის (53,66 აშშ დოლარი ერთ სულ მოსახლეზე) და 109,43 მილიარდი დოლარი სხვა ენერგიებისთვის.

ხსენებულ ქვეყნებს შორის, ინდოეთი (133 მილიარდი დოლარი, აქდან 35%–ზე მეტი სუფთა ენერგიისთვის), აშშ (99 მილიარდი დოლარი, 27%–მდე სუფთა ენერგიისთვის), კანადა (77 მილიარდი დოლარი, 36%–ზე მეტი სუფთა ენერგიისთვის), გაერთიანებული სამეფო (75 მილიარდი დოლარი, 28%-მდე სუფთა ენერგიისთვის) და საფრანგეთი (59 მილიარდი დოლარი, 36%-ზე მეტი სუფთა ენერგიისთვის) ლიდერობენ ენერგეტიკის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხების კუთხით.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply