“„ენერგეტიკული ბირჟის“ ამოქმედების გადადების მიზეზი სერიოზული კორუფციული ინტერესებია”

დღეს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ განცხადება გაავრცელა და საქართველოს პარლამენტს მოუწოდა, დანიშნონ საპარლამენტო მოსმენა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დათქმულ ვადებში რეალურად ვერამოქმედების მიზეზების გარკვევის მიზნით. ამ თემაზე “აიპრესის” კითხვებს პარტია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ უპასუხა.

– ვერ მოაბეს თავი, მაგრამ უნიათოებიაო რომ უძახო, ესიამოვნებათ კიდევაც. აქ სერიოზული კორუფციული ინტერესებია.

გაკოტრებული ელექტროსისტემის პრივატიზაცია უნდათ სიმბოლურ ფასად და უკვე “მყიდველებიც” არიან სახელისუფლებო წრეებიდან. სანამ სქემა არ დალაგდება, არავინ შექმნის ბირჟას.

ასოცირების ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი ძალიან ცუდი პრეცედენტია. ეს საკითხი აუცილებლად უნდა იქნას შესწავლილი და უნდა აგოს ყველამ პასუხი, ვინც აქამდე მიიყვანა საქმე.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციამ“ დღეს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას მიმართა და “საქარტველოს ენერგეტიკული ბირჟის” ამუშავების შეფერხების საკითხოს პარლამენტში განხილვა მოითხოვა. აფბა აცხადებს, რომ რეფორმა ჩავარდა და  ენერგეტიკული ბირჟა, სავარაუდოდ, 1 ივლისს ვერ ამოქმედდება.

Leave a Reply