ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი გათხევადებული ნახშირწყალბადიანი გაზების იმპორტზე აქციზის მოხსნასთან დაკავშირებით ინიციატივით გამოდის

სანავთობო ბიტუმის იმპორტის ყველაზე დიდი მომწოდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2021 წლის აპრილის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7,8 ათასი ტონა, რაც 2,8 ათასი ტონით, ანუ 56%-ით მეტია მარტის თვის მაჩვენებელთან (5,0 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 93,6% (7,3 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 6,4% (0,5 ათასი ტონა) – თურქმენეთზე.

2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 18,1 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით ანუ 1,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,8 ათასი ტონა) შედარებით.

აქედან იმპორტის 88,4% (16,0 ათასი ტონა) მოდის აზერბაიჯანზე, 6% (1,1 ათასი ტონა) – ერაყზე; 2,8% (0,5 ათასი ტონა) – თურქმენეთზე,  2,8% (0,5 ათასი ტონა) – რუსეთზე.

როგორც სტატისტიკური მონაცემებიდან ჩანს, მ/წელს სანავთობო ბიტუმის იმპორტი იზრდება და ჩვენი აზრით, ის მომავალ თვეებშიც აღნიშნულ ტენდენციას შეინარჩუნებს. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ  სანავთობო ბიტუმის ძირითადი მომწოდებელი ჩვენი ქვეყნისთვის გახდა აზერბაიჯანის რესპუბლიკა, რომლემაც ჩაანაცვლა ირანის ისლამური რესპუბლიკა, ამ უკანასკნელიდან ბოლო თვეების განმავლობაში იმპორტის შეჩერების გამო.

Leave a Reply

Menu Title