მსოფლიოში გადაყრილი პლასტმასის ნახევარზე მეტს 20 კომპანია აწარმოებს

მსოფლიოში გადაყრილი პლასტიკის ნახევარზე მეტს მხოლოდ 20 კომპანია აწარმოებს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ლონდონის ეკონომიკის სკოლის მონაწილეობით ჩატარდა. მისმა ავტორებმა ათასამდე ქარხნის შესახებ შეისწავლეს ინფორმაცია, რომლებიც პლასტიკის ერთჯერადი ნივთების წარმოებისთვის საჭირო მასალას ამზადებენ.

ამ ერთჯერადი პლასტიკის უმეტესობა (ბოთლები, პარკები, ჭურჭელი) ხშირად ოკეანეებში ხვდება, რაც ფლორასა და ფაუნას აზიანებს. კვლევის ავტორებმა დაადგინეს, რომ გადაყრილი პლასტიკის 55% მხოლოდ 20 ქარხანაში წარმოებული მასალისგან დამზადდა.

კვლევის ავტორებმა ასევე დაადგინეს, რომ ყველაზე მეტ პლასტიკის ნარჩენს ავსტრალია აწარმოებს, მეორე ადგილზე კი ამერიკის შეერთებული შტატებია.

Leave a Reply