მურმან მარგველაშვილი: დარგის შესანარჩუნებლად სემეკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო

ენერგეტიკოსები მიიჩნევენ, რომ დარგის შესანარჩუნებლად სემეკს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა და ეს გარდაუვალი ნაბიჯი იყო.

„გაზის ტარიფი ლარის კურსის ცვლილების გამო გაიზარდა. ქვეყანაზე უფასო არაფერია და ეს რომ არ ასახულიყო ტარიფში, ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა ბიუჯეტიდან დაფარვა კურსის ცვლილებით გამოწვეული სხვაობის, რაც ისევ ჩვენი ფულის გადახდა გამოდის“, – აცხადებს ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი.

სემეკმა ბუნებრივი გაზის ახალი ტარიფი ბოლოს 2019 წლის 31 დეკემბერს დაადგინა, როდესაც ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2,8677–ს შეადგენდა. ლარი დღემდე რამდენიმე პუნქტით გაუფასურდა.

ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი 8 თეთრამდე გაიზარდა და 1 მ3–ის ფასი 1–ლი ივნისიდან 54 თეთრი იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება სემეკმა 27 მაისის სხდომაზე მიიღო.

Leave a Reply