ბექა დავითულიანი: „ნამახვანჰესზე“ სხვა 75 ჰესის ბედია დამოკიდებული და ამის ჩაშლა ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას ნიშნავს

„ნამახვანჰესზე“ დამოკიდებულია 75 სხვა ჰესის ბედი და ამის ჩაშლა ნიშნავს ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა, რითაც „ნამახვანჰესის“ გარშემო მიმდინარე პროტესტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, თუ კანონი ვინმეს მხრიდან დაირღვა შესაბამისი რეაგირება მოყვება.

„მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას ერთადერთი მძლავრი ენერგეტიკული რესურსი აქვს ჰიდროენერგია, შესაბამისად, ჰესები უნდა აშენდეს. ჰესები უნდა აშენდეს ისე, რომ მოსახლეობისთვის იყოს ახსნილი თუ რა და რატომ არის უსაფრთხო – ეს პროცესი ერთხელ უკვე ჩატარებულია და იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავარწმუნოთ, ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების და გარემოს დაცვის გაერთიანება ჩართულია ამ პროცესში და ის პირადად შეამოწმებს ამ საკითხს. ეს ეხება გარემოს დაცვის და უსაფრთხოების ნაწილს, რაც შეეხება დანარჩენ მოთხოვნებს ამ მოთხოვნებში რატომ გადადიან ჩემთვის გაუგებარია, თუმცა ამ ნაწილშიც ვამბობ, რომ „ნამახვანჰესზე“ დამოკიდებულია 75 სხვა ჰესის ბედი და ამის ჩაშლა ნიშნავს ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი ზიანის მიყენებას“ – განაცხადა დავითულიანმა.

Leave a Reply